ხვიჩას ტრანსფერზე კომენტარი უკვე "ნაპოლის" დირექტორმა გააკეთა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" მომავალ ტრანსფერზე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, ახლა კი ქართველის შესახებ უკვე ნეაპოლური კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა კომენტარი.

"ჩვენ ამ ფეხბურთელს უკვე გარკვეული პერიოდია ვაკვირდებით და მის შესაძენად ყველაფერს გავაკეთებთ. ამისათვის დრო გვჭირდება, რათა ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია ბაზარზე. ხვიჩა ჩვენს სიაში ერთ-ერთი პირველია. მას "ნაპოლიში" თამაშისთვის ყველა შესაბამისი პარამეტრი გააჩნია - როგორც ტექნიკური, ასევე მენტალური. ეს აგრეთვე საკითხის ეკონომიკურ მხარეს ეხება. საინტერესო მოთამაშეა და მის შეძენას შევეცდებით", - განუცხადა ჯუნტოლიმ
Radio Kiss Kiss Napoli-ს.

იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხვიჩას ტრანსფერი "ნაპოლის" 8.5-10 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
რთული იქნება სერია-ა. ფიზიკურად ძალიან კარგად უნდა მოემზადოს. ძალიან მინდა რომ გვასახელოს! ნეაპოლში წასვლის და გულშემატკივრობის მიზეზი გვექნება :)
ქუთაისელი
10:48 15-04-2022
2
ჯერ არ ქონიათ გადაწყვეტილი, ფასი დაუწიონ და სხვა მსურველიც გამოჩნდება, აგენტმა უნდა იმუშაოს, აბა აქ რამე ტრავმა არ მიაღებინონ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული