ხვიჩას ტრანსფერზე კომენტარი უკვე "ნაპოლის" დირექტორმა გააკეთა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" მომავალ ტრანსფერზე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, ახლა კი ქართველის შესახებ უკვე ნეაპოლური კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა კომენტარი.

"ჩვენ ამ ფეხბურთელს უკვე გარკვეული პერიოდია ვაკვირდებით და მის შესაძენად ყველაფერს გავაკეთებთ. ამისათვის დრო გვჭირდება, რათა ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია ბაზარზე. ხვიჩა ჩვენს სიაში ერთ-ერთი პირველია. მას "ნაპოლიში" თამაშისთვის ყველა შესაბამისი პარამეტრი გააჩნია - როგორც ტექნიკური, ასევე მენტალური. ეს აგრეთვე საკითხის ეკონომიკურ მხარეს ეხება. საინტერესო მოთამაშეა და მის შეძენას შევეცდებით", - განუცხადა ჯუნტოლიმ
Radio Kiss Kiss Napoli-ს.

იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხვიჩას ტრანსფერი "ნაპოლის" 8.5-10 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
რთული იქნება სერია-ა. ფიზიკურად ძალიან კარგად უნდა მოემზადოს. ძალიან მინდა რომ გვასახელოს! ნეაპოლში წასვლის და გულშემატკივრობის მიზეზი გვექნება :)
ქუთაისელი
15 აპრილი 2022 10:48
2
ჯერ არ ქონიათ გადაწყვეტილი, ფასი დაუწიონ და სხვა მსურველიც გამოჩნდება, აგენტმა უნდა იმუშაოს, აბა აქ რამე ტრავმა არ მიაღებინონ
gio
15 აპრილი 2022 10:39
0
კვარადონა მოდის აბა თქვენ იცით როგორ დახვდებით ნეაპოლელებო. წარმატეები ხვიჩას
777
15 აპრილი 2022 09:36
3
ძაან საყვარელ კომენტარებს უწერენ ინსტაგრამზე ნეაპოლელი ფანები და ძალიან ელოდებიან.
ზოგი თრანსლეითშიც თარგმნის და ქართულას უწერს.
სასიამოვნოა ეს ყველაფერი ❤
!!
15 აპრილი 2022 10:32
0
ერთი ეს დაუსრულებელი ომი უკრაინაშუ, მეორე ამის დაუსრულებელი ევროკონტრაქტი, რამდენს გავუძლოთ ქარტველებმა ?!
Vax
15 აპრილი 2022 00:31
3
მე არ ვიცი ეს ხალხი რას ვერ იგებს. წაკითხულიდან აზრის გამოტანა ხო ჩვენი უდიდესი პრობლემაა.
ზაფხულში გადავა ნაპოლიში, მოგვარებულია ყველაფერი თითქმის. თქვენ გგონიათ უკვე ნაპოლიში უნდა თამაშობდეს? სანამ არ გაიხსენება სატრანსფერი ფანჯარა და ხელი არ მოეწერება კონტრაქტს მანამდე როგორ გადავა? მანამდე ბათუმში ითამაშებს.
ეროვნულ ლიგაში. ანუ ჩვენს ჩემპიონატში, გაგრის, ქუთაისის ტორპედოს და დხვა ე. ლიგის გუნდების წინააღმდეგ.
პირველი კლასელის ენაზე უნდა ახსნა რომ გაიგოს ამ ხალხმა.
სამედიცინო შემოწმება გაიარა თუ არა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. 99% ით ტრანსფერი შემდგარია და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და არ მოვკალით ან არ დავლეწეთ ეროვნულ ლიგაში, ჩვეულებრივად შეუერთდება ნაპოლის ზაფხულზე.
იმედია გასაგებად ავხსენი.
Winter
14 აპრილი 2022 22:27
3
ისევ ვერ გაიგეს და იმიტომ მიდისლაიქებენ:(
Winter
15 აპრილი 2022 00:13
2
საინტერესოა ამ კომენტარის მერე დისლაიკს რატო წერენ?
Winter არა ძმაო აშკარად მტრები გყავს
შავი კაცი
15 აპრილი 2022 00:01
0
აბა რას ელოდისთ ახლა. რას იტყოდა?
ის თქვა რაც უნდა ეთქვა.
99 პროცენტით ნაპოლის ფეხბურთელია ხვიჩა.
სამედიცინო შემოწმება ნამდვილად გაიარა ბათუმთან შეერთებამდე.
ბილი კოსტაკურტა
14 აპრილი 2022 22:22
2
ჯიმა "ნაპოლიში"
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
14 აპრილი 2022 22:11
4
რათქმაუნდა ცენზურა ყოვლად მიუღებელია მაგრამ არც ისაა მიღებული რო ამტკიცებდე სამედიცინო შემოწმება გაიარაო და თურმე არც გადაუწყვეტიათ ჯერ ყიდვა უბრალოდ სურვილი აქვთ სამედიცინო შემოწმებას ნახევარი წლით ადრე არავინ გადის რას ემსახურებოდა ამის დაწერა არც ყოფილა იტალიაში ჩასული რაც ყააზანიდან წამოვიდა თორე მაგას ვინ გამოგვაპარებდა არადა სამედიცინო შემოწმება კლუბის ბაზაზე ხდება
ნოდო
14 აპრილი 2022 22:06
3
როგორ არ იღლებით ამ ტყუილებით
Rati
14 აპრილი 2022 20:19
22
რა საზიზღარი კომენტარები იდება. ვინ ხართ? სად გაიზარდეთ?
სანდრო
14 აპრილი 2022 20:08
2
ასეთები არ იზრდებიან, სათბურებში გამოჰყავთ. სამარცხვინოები.
რატი
14 აპრილი 2022 21:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული