კაშიასა და კანკავას "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ბრატისლავის "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "რუჟემბეროკს" დაუპირისპირდა, შეხვედრა 0:0 დასრულდა. ამ შედეგის შემდეგ უკვე ოფიციალურად, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გუნდი 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, "სლოვანი" 67 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, "რუჟემბეროკი" ლიდერს 14 ქულით (53 ქულა აქვს) ჩამორჩება.

ქართველი ფეხბურთელების გუნდი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი ოცდამეოთხედ გახდა, შემდეგ სეზონში კი ვლადიმერ ვაისის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ბრატისლავურ გუნდს გასულ ზაფხულს შეუერთდნენ და სადებიუდო სეზონშიც გათამაშების გამარჯვებულებიც გახდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული