ზივზივაძის დუბლი, ბერიძის გოლი და "უიპეშტის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატზე ისევ გამოიჩინეს თავი ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ.

28-ე ტურში მათმა "უიპეშტმა" საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა „ზალაეგერშეგი“. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ბერიძემ გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ზივზივაძემ „უიპეშტში“ 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო ბერიძის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 7 გოლია. ბუდუმ 61-ე წუთამდე ითამაშა, გიორგიმ კი 77-მდე.

„უიპეშტმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 39 ქულით უკვე მეოთხე ადგილზეა და 24 აპრილს გასვლაზე „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 19 აპრილს თასზე „პაკშის“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს მესის ან კრისტიანოს რო გაეტანა, ოქროს ბურთს გადასცემდნენ ეგრევე. ბუდუმ აიწყვიტა!!!
მინდია
17 აპრილი 2022 09:52
0
BUDUC DA BERIDZEC NAKREBSHI TAVDASXMASHI , SANIOLI ES PEGBURTELEBI ZIRITADSHI GVINDA, XOM XEDAV ERTMANETIS USITKVOD ESMIT.
BARSA
17 აპრილი 2022 08:15
2
იმედია ივნისის ზედიზედ ოთხი თამაშისთვის ესეთ და უკეთეს ფორმაში იქნებიან რადგან ისე მოკლე პერიოდშია ეს 4-თამაში რო დასვენება კვარასაც დაჭირდება ჩაკვესაც და ძაან მნიშვნელოვანია მათი შეცვლა უმტკივნეულოდ მოხდეს,,იმედია ესენიც და სხვებიც მაგ დროისთვის ესეთ ფორმაში და ესეთი შედეგიანები იქნებიან,,მიხარია გულწრფელად ყველა ქართველი ფეხბურთელის წარმატება განსაკუთრებით ნაკრების ფეხბურთელების და პოტენციური ფეხბურთელების გმერთი გფარავდეთ ყველას ბიჭებო
გელა
17 აპრილი 2022 12:22
0
ვარდებოდა ეს გუნდი, სანამ ქართველები მივიდოდნენ :) ზივზივაძე ტეკეე - მაგრები ხართ ბიჭებო, გენაცვალეთ ჯიგარში ორივეს!
შაკო
16 აპრილი 2022 22:20
0
ბერიძე იქ იყო,ზივზივაძე მივიდა
ბაჩი
17 აპრილი 2022 03:39
0
ბუდუს მეორე გოლი უბრალოდ გოლი არ იყო.. ეს იყო შედევრი! ყოჩაღ ორივეს!
თემო
16 აპრილი 2022 22:05
0
საქებარი სიტყვები მეცოტავება,ყოჩაღ!
ნიკ
16 აპრილი 2022 21:42
0
აი შრომას რა მოაქვს!!! არ უნდა დაკმაყოფილდეს. ყოჩაღ ბუდუ!!!
გიორგი
16 აპრილი 2022 21:39
0
ბიჭოოო მეორე რა გოლი გაუტანიაააა ... თან ბუდუ მემარცხენეა ... როგორ შეძლო პროსტა ...
bejo
16 აპრილი 2022 21:26
0
ბუდუ ყოჩაღ! აქამდე რატო მორცხვობდი?
ვაჟა მასწავლებელი
16 აპრილი 2022 21:22
0
დვალი წაიყვანეთ თქვენთან ხალხი არა ხართ!
მწრთვნელი
16 აპრილი 2022 19:30
1
ბუდუ აღარ ხუმრობს!!
წარმატებები ბუდუს და გიოს გვახარებს თქვენი გოლები..
ეგრე რაა ბუდუ გეყოფა მორცხვობა მოედანზე, გოლკიპერების კოშმარი უნდა გახდე აბა რააა!!
შავი კაცი
16 აპრილი 2022 19:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული