უნგრეთის ჩემპიონატზე ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ გამოიჩინეს თავი.
27-ე ტურში ქართველების "უიპეშტმა" გასვლაზე "პაკშის" 3:1 სძლია. 24-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, 37-ე წუთზე ბერიძემ ზივზივაძის პასით ანგარიში გაათანაბრა, 56-ე წუთზე უკვე ბერიძის პასით ზივზივაძემ გაიტანა, ხოლო შემდეგ ბერიძის ჩაწოდებული ბურთი მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
ბერიძემ 72-ე წუთამდე ითამაშა და მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 6 გოლია, ზივზივაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და რაც "უიპეშტში" გადავიდა, 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ჩვენებურების ძალისხმევით "უიპეშტი" გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, 36 ქულით მე-5 ადგილზეა და 16 აპრილს "ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.