28-ე ტურში მათმა "უიპეშტმა" საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა „ზალაეგერშეგი“. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ბერიძემ გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ზივზივაძემ „უიპეშტში“ 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო ბერიძის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 7 გოლია. ბუდუმ 61-ე წუთამდე ითამაშა, გიორგიმ კი 77-მდე.
„უიპეშტმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 39 ქულით უკვე მეოთხე ადგილზეა და 24 აპრილს გასვლაზე „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 19 აპრილს თასზე „პაკშის“ უმასპინძლებს.