ზივზივაძის დუბლი, ბერიძის გოლი და "უიპეშტის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატზე ისევ გამოიჩინეს თავი ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ.

28-ე ტურში მათმა "უიპეშტმა" საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა „ზალაეგერშეგი“. ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ბერიძემ გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ზივზივაძემ „უიპეშტში“ 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო ბერიძის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 7 გოლია. ბუდუმ 61-ე წუთამდე ითამაშა, გიორგიმ კი 77-მდე.

„უიპეშტმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 39 ქულით უკვე მეოთხე ადგილზეა და 24 აპრილს გასვლაზე „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 19 აპრილს თასზე „პაკშის“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბუდუს მეორე გოლი უბრალოდ გოლი არ იყო.. ეს იყო შედევრი! ყოჩაღ ორივეს!
თემო
16 აპრილი 2022 22:05
0
ბუდუ აღარ ხუმრობს!!
წარმატებები ბუდუს და გიოს გვახარებს თქვენი გოლები..
ეგრე რაა ბუდუ გეყოფა მორცხვობა მოედანზე, გოლკიპერების კოშმარი უნდა გახდე აბა რააა!!
შავი კაცი
16 აპრილი 2022 19:10
0
აი შრომას რა მოაქვს!!! არ უნდა დაკმაყოფილდეს. ყოჩაღ ბუდუ!!!
გიორგი
16 აპრილი 2022 21:39
0
ვარდებოდა ეს გუნდი, სანამ ქართველები მივიდოდნენ :) ზივზივაძე ტეკეე - მაგრები ხართ ბიჭებო, გენაცვალეთ ჯიგარში ორივეს!
შაკო
16 აპრილი 2022 22:20
0
ბერიძე იქ იყო,ზივზივაძე მივიდა
ბაჩი
17 აპრილი 2022 03:39
0
საქებარი სიტყვები მეცოტავება,ყოჩაღ!
ნიკ
16 აპრილი 2022 21:42
0
დვალი წაიყვანეთ თქვენთან ხალხი არა ხართ!
მწრთვნელი
16 აპრილი 2022 19:30
1
ბუდუ ყოჩაღ! აქამდე რატო მორცხვობდი?
ვაჟა მასწავლებელი
16 აპრილი 2022 21:22
0
ბიჭოოო მეორე რა გოლი გაუტანიაააა ... თან ბუდუ მემარცხენეა ... როგორ შეძლო პროსტა ...
bejo
16 აპრილი 2022 21:26
0
Budu magar pormashia da warmatebebi mase gaagrdzele!!!
L.J .
16 აპრილი 2022 19:08
0
ეს მესის ან კრისტიანოს რო გაეტანა, ოქროს ბურთს გადასცემდნენ ეგრევე. ბუდუმ აიწყვიტა!!!
მინდია
17 აპრილი 2022 09:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული