წიტაიშვილი სიმბოლურ ნაკრებში - ქართველების ბრძოლა ჩემპიონობისთვის

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატში რამდენიმე ქართველი ლეგიონერი გამოდის. გიორგი წიტაიშვილი ახალი კლუბის, "ვისლას" სასტარტოში პირველად გამოჩნდა, 74 წუთი ითამაშა და მისი გუნდის მიერ გატანილ გოლში მონაწილეობა მიიღო. გიორგი საკმაოდ აქტიური იყო და ექსტრაკლასის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.

Sportall.Ge

გაიმარჯვა ოთარ კაკაბაძის "კრაკოვიამაც", რომელმაც "ზაგლებიე" 1:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა დასკვნითი 14 წუთი ითამაშა.

დასრულებამდე 5 ტურით ადრე  ჩემპიონატში 3 ლიდერს თანაბარი, 59-59 ქულა აქვს. მათ შორის ორი ქართველი ლეგიონერებისაა - ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" და ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის "რაკუვი".

კაკაბაძის "კრაკოვია" 38 ქულით
მე-8 ადგილზეა და ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს, ხოლო წიტაიშვილის ერთ დროს სახელოვანი "ვისლა" ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის - სამშვიდობო ზონას 2 ქულით ჩამორჩება.

altწიტაიშვილის საგოლე პასი სადებიუტო მატჩში [VIDEO]

altწიტაიშვილი ახალ კლუბში წარადგინეს

altკვეკვესკირი: მთავარია, გუნდმა გააგრძელოს წარმატებული სვლა

altრუსეთიდან პოლონეთში - ლუკა გაგნიძე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაია გიო ცოტა ხანში უნდა იფრინო იცოდე 1 - 2 წელი გაქვს განვითარებისთვის კიდევ
bejo
00:10 20-04-2022
0

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული