ქართველების "უიპეშტი" ნახევარფინალში უშანსოდ დამარცხდა

AutoSharing Option
უნგრეთის თასის ნახევარფინალში გიორგი ბერიძისა და ბუდუ ზივზივაძის „უიპეშტი“ სტუმრად „პაკშისთან“ 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„უიპეშტმა“ ამ გუნდს 10 აპრილს ჩემპიონატზე ასევე გასვლაზე 3:1 სძლია და მაშინ გოლები ქართველებმა გაიტანეს. ამჯერად ჩვენებურებმა შეუცვლელად ითამაშეს, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, "უიპეშტმა" ჩემპიონატზე ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა, 39 ქულით მეოთხე ადგილზეა და 24 აპრილს „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება.

პაკში. „Fc სტადიონი“. 3 214 მაყურებელი
პაკში - უიპეშტი 3:0
გოლები: 1:0 დიაბი (29), 2:0 ვინდეკერი (66), 3:0 ჰარაჟტი (87)
გაძევება: კუტრუბისი (73,
უიპეშტი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია არ დაეწყებათ ჩ-----ბის სერია.
ტტტ
00:10 20-04-2022
1

სიახლეები პოპულარული