"ჰამბურგი" თასიდან გამოვარდა - ჩაკვეტაძეს 5+ წუთი აკმარეს

AutoSharing Option
გერმანიის თასის ნახევარფინალში „ჰამბურგი“ სახლში „ფრაიბურგთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაივსო
„ფოლკსპარკშტადიონი“ პირთამდე, მაგრამ ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე მყოფმა გუნდმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გაირკვა.

მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე ანსი სუჰონენის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. 88-ე წუთზე გლატცელმა "ფრაიბურგის" კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

HSV ჩემპიონატზე 48 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მესამეადგილოსან "სანტ პაულის" 5 ქულით ჩამორჩება, მორიგ შეხვედრას კი 23
აპრილს სტუმრად „რეგენსბურგთან“ გამართავს.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 57 000 მაყურებელი
ჰამბურგი - ფრაიბურგი 1:3
გოლები: 0:1 პეტერსენი (11), 0:2 ჰოფლერი (17), 0:3 გრიფო (34, პენ), 1:3 გლატცელი (88)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზოგადად ჰამბურგი ვარსკლავებს ვერ წყვეტს ციდან.. უხარისხოდ თამადობს დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც...
რაც შეეხება ჩაკვეს არამგონია მარტო მე ვხედავდე ამ ყველაფერს,უფრო ფსიქოლოგიურად უჭირს ვიდრე ფიზიკურად აი ძალიან ერიდება ორთაბძოლებს თითქოსდა ტრავმა არ მივიღოო ეშინია და ეს არის მისი დაღმასვლის მიზეზი,ამიტო ვერ ღებულობს საკუთარ თავზე თამაშს..
მაგალითი ხვიჩასგან რომ ავოღოთ თუნდაც ის რომ ბევრი ჩვენთაგანი ტრამვას ხშირად უხსენებს მოერიდე ნაპოლში გადასვლამდეო მაგრამ ხვიჩა თავს არ ზოგავს და პირიქიდ.. ეს კარგი მაგალითია
თუ თამაშშს გაექცევი არაფერი არ მოვა მისით, გიო კარგად დაფიქრდი რა აზრი აქვს თამაშიდან გაქცევას სულ სინანულით გაგიხსენებთ ამით და ბოლოს დაავიწყდები ყველას!!
გადი მოედანზე და ყოველი თამაში ითამაშე როგორც უკანასკნელი და ბოლომდე იომე ,,ჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი,, მთელი ცხოვრება ომია და ია ვარდებით მოფენილი გზა მწვერვალისკენ არავის გაუვლია!!
მჯერა მალე დაგინახავთ თვალებ ანთებულს ჩვენ ამის გვჯერა მთავარია შენ დაიჯერო!!
შავი კაცი
20 აპრილი 2022 16:35
0
არ გიმართლებს გიორგი ჯერჯერობით!!...თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ჯადოსნური ჯოხი გქონდა ის ან სულელია ან თვითმოტყუებული!!!...მთავარია გული არ გაიტეხო!!!...
კობა
20 აპრილი 2022 15:54
0
აქ საქმე ძალიან მარტივად არის ჰამბურში მწვრთნელმა მისცა შანსი ათამაშა ძიეითადშიც რამდენიმე მატჩი დაკმაოდ მისცა დრო მაგრამ სამწუხაროდ ჩაკვეტაძის თამაშის ხარისხი და დონე არ იყო დამაკმაყოფილებელია გუნდიათვის ვერ აჩვენა ჩაკვეტაძემ ის ფეხბურთი რომელიც ჰამბურგს დაეხმარებოდა ვერ გაძლიერა გუნდი ჩაკვეტაძის ტრანსფერმა ხოდა გადასვეს ისევ სკამზე და ახლა რამდენ დროსაც აძლევს ბოლო მატჩებში მწვრთნელი მაგდენს გენტშიც აძლევდნენ. ძალიან სამწუხაროა მე მართლა მეოგონა რომ მაქსიმუმ 1 თვეში ჰამბურგის ძირითადის ფეხბურთელი გახდებოდა მაგრამ პირიქით მოხდა სამწუხაროდ((
გიო
20 აპრილი 2022 14:03
2
Ფაქტია ვერ უჩვენებს იმ თამაშს რაც გვსურს, მეორე ლიგელ ჰამბურგში თუ ვერ გამოიჩინე თავი აბა სხვაგან სად თუ არა ისევ საქართველოში. Ამას გულის ტკივილით ვწერ და არა უბრალოდ გასაკრიტიკებლად, და რა თქმა უნდა დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩაკვეს!
Irakli
20 აპრილი 2022 11:56
2
ეჰჰ რასაც მე ვუყურე ჰამბურგის რამოდენიმე თამაშს შთაბეჭდილება ნამდვილად არ მოუხდენია..სამწუხაროდ... არ იღებს თავის თავზე თამაშს ან ვერ იღებს. უყურა უყურა მწვრთნელმა და სულ უფრო უმცირებს სათამაშო დროს ღირებულს რო ვერაფერს აკეთებს. მართლა ხო არ ჯობია საერთოდ ქვემოდან დაიწყოს, მაგალითად რომელიმე ქართულ გუნდში. თუ აქ თავი გამოიჩინა მაინც წაიყვანენ, ახლა ისეთი დროა ყველამ ყველაფერი იცის, თუ კარგი ხარ შეგამჩნევენ. თავის მოტყუება კიდე ვის რაში ჭირდება.
ლევანი
20 აპრილი 2022 10:52
2
არაფერი პრობლემა არ აქვს, ყველა თამაშს ვუყურე რაც ამ გუნდში, კაცი არ მოუტყუებია, სულ განზე ან უკან დარბის და პასსაც მენთეშაშვილი ვით უკან აკეთებს. არ დაიტოვებს ამას ჰამბურგი და საერთოდაც ჯობია საქართველოში დაბრუნდეს
....
20 აპრილი 2022 07:05
3
რამდენ წუთსაც უძლებს იმდენს ათამაშებენ და კარგი ექიმი რით ვერ უპოვეს რო ჯანი მოემატოს
შოკირებული გულშემატკივარი
20 აპრილი 2022 02:32
12
ნეტა რა პრობლემა აქვს ამ ბიჭს, მეორეხარისხოვანი როლიდან ჩამოვიდა მესამეხარისხოვან როლზე ნაცვლად აღზევებისა (((
რუსთავი
20 აპრილი 2022 01:26
13
ეეჰ ჩაკვე ჩაკვე როგორ მენანები :(
sormona
20 აპრილი 2022 00:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული