მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაივსო
„ფოლკსპარკშტადიონი“ პირთამდე, მაგრამ ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე მყოფმა გუნდმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგო და გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდე გაირკვა.
მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე ანსი სუჰონენის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე. 88-ე წუთზე გლატცელმა "ფრაიბურგის" კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
HSV ჩემპიონატზე 48 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მესამეადგილოსან "სანტ პაულის" 5 ქულით ჩამორჩება, მორიგ შეხვედრას კი 23
ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 57 000 მაყურებელი
ჰამბურგი - ფრაიბურგი 1:3
გოლები: 0:1 პეტერსენი (11), 0:2 ჰოფლერი (17), 0:3 გრიფო (34, პენ), 1:3 გლატცელი (88)