ცნობილი გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ათამაშეს "ჰამბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 23 აპრილს, მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში, სტუმრად "რეგენსბურგთან" მოგებულ (4:2) მატჩში.
90min-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძეს HSV-ს დატოვება მოუწევს.
გამოცემის ცნობით, იჯარით აყვანილმა ქართველმა თავიდან თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან როდესაც ფარიდე ალიდუმ რამდენიმე კვირა სახეირო ვერაფერი გააკეთა, ამით ვერ ისარგებლა.
გიორგიმ ჩემპიონატზე ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ 2 დაიწყო სასტარტოდან, 1 გოლი გაიტანა და 30 ივნისს მანუელ ვინცხმაიერთან, იან გიამერთან, ალიდუსთან და მიხაელ კაუფმანთან ერთად
"ჰამბურგს" დატოვებს.
გიორგიმ ჩემპიონატზე ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ 2 დაიწყო სასტარტოდან, 1 გოლი გაიტანა და 30 ივნისს მანუელ ვინცხმაიერთან, იან გიამერთან, ალიდუსთან და მიხაელ კაუფმანთან ერთად
ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, ისევ იჯარით გაუშვებენ თუ შანსს მისცემენ.