მასპინძლებმა შეხვედრის დასაწყისში 2 გოლი გაიტანეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი იაპონელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ყაზაიშვილმა მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, 47-ე წუთზე, კორეელთა 2-ბურთიანი უპირატესობა აღადგინა - ბრაზილიელი ლეონარდოს პასი შეირგო და მეკარესა და მცველს ერთდროულად გაუსწორდა. ჩვენებური 71-ე წუთზე შეცვალეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ვაკოს გუნდი ჯგუფში 10 ქულით გალიდერდა. მათ დღვანდელ მეტოქეს 8 ქულა აქვს, მალაიზიურ "ჯოჰორს" კი - 7. წინ ბოლო ტურია.
შეგახსენებთ, ქართველმა ნახევარმცველმა წინა შეხვედრაში ჩინურ "გუანჯოუს" გაუტანა, მიმდინარე სეზონში კი 3 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს.
"მამარდას" ცოტა დააკლდა, ხვიჩას ნეაპოლში ელიან - სააღდგომო დღეების ამბები [VIDEO]