რატომ არ უნდა მივცეთ დარჩენილი შეხვედრები სილესენს?! - eldesmarque

AutoSharing Option
შაბათს, 30 აპრილს (20:30 სთ), ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ვალენსიურ დერბიში "ლევანტეს" უმასპინძლებს.

eldesmarque-ი წერს, რომ "ღამურები" "მესტალიაზე" "ლევანტესთან" არასდროს დამარცხებულა და გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდთან ამ სერიის გაგრძელება ხოსე ბორდალასის ფეხბურთელებისთვის პრინციპის საკითხია. გამოცემა აღნიშნავს, რომ როტაცია აუცილებლად იქნება და რიტორიკულ შეკითხვას სვამს - რატომ არ უნდა მივცეთ დარჩენილი 5 შეხვედრა სილესენს და ამით ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულება გავზარდოთ?!

სამწუხაროდ, "ვალენსიელებს" ევროტურნირებზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩათ (42 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ), ესპანეთის თასის ფინალში მარცხის შემდეგ კი
ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოხერხდა.

ჩვენთვის სილესენის სატრანსფერო ფასი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, კარგ ფორმაში მყოფმა მამარდაშვილმა დარჩენილ შეხვედრებშიც ასევე ითამაშოს და "ვალენსიას" სასტარტო კიპერი საბოლოოდ გახდეს.

altრაზე სწყდება გული "მამარდას" და რას ვერ აპატიებენ ვალენსიელები - ინტერვიუ ფეხბურთელის მამასთან

alt"გიგანტ "რვაფეხა" ქართველს მატჩის გმირობამდე ცოტა დააკლდა" - მამარდაშვილი "ვალენსიას" მომავალია

altდრამა ფინალში - მამარდაშვილის ჩინებული თამაში და "ვალენსიას" მარცხი პენალტების სერიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
Valencia - Levante. მამარდაშვილი სასტარტოშია.
ქ.გ.
19:28 30-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული