ინგლისის ჩემპიონშიფის 45-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი" გასვლაზე "ბრისტოლ სიტისთან" 0:5 დამარცხდა. მატჩს 21 799 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 795 სტუმართა გუნდის გულშემატკივარი იყო.
ვინაიდან "ჰალ სიტიმ" ლიგაში დარჩენა ადრევე გაინაღდა, ამ შეხვედრას მისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.
"ჰალ სიტი" 50 ქულით მე-18 ადგილზეა და 7 მაისს, უკანასკნელ ტურში "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლებს.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, "ჰალ სიტიმ" 17 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.