შოთა არველაძის "ჰალი" "ბრისტოლთან" განადგურდა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის 45-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი" გასვლაზე "ბრისტოლ სიტისთან" 0:5 დამარცხდა. მატჩს 21 799 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 795 სტუმართა გუნდის გულშემატკივარი იყო.

ვინაიდან "ჰალ სიტიმ" ლიგაში დარჩენა ადრევე გაინაღდა, ამ შეხვედრას მისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

"ჰალ სიტი" 50 ქულით მე-18 ადგილზეა და 7 მაისს, უკანასკნელ ტურში "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლებს.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, "ჰალ სიტიმ" 17 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Aravitari datvirtva ar qonda da 5it 0 normaluri shedegia xooo
L.J .
20:28 30-04-2022
1
წესით თუ 11ვე არა უმეტესობა ისეტი უნდა დაეყენებინა ვისაც რაღაცეები დასამტკიცებელი აქ და აღარ გამოდის დიდი არაფერი მნიშვნელობის და მეორე რატო ვიცით რახან შოთაა გამართლება სუბიექტურად 5-0 არ ეკადრება არცერთი ჩემპიონატის არცერტ კლუბს და ისტორიას დარჩება სირცხვილად ისტორია არ ინახავს გასამართლებელ მიზეზებს ისტორია მხოლოდ ანგარიშს ინახავს თუნდაც ერთი წლის მერე არავის გაახსენდება რო პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა მარა ანგარიშს რო ნახავ ცუდ ხასიათზე დადგები
ნოდო
21:53 30-04-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული