ბორდალასი: მამარდაშვილი წარმოუდგენელია - მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის გაზრდა?

AutoSharing Option
უკლებლივ ყველა წამყვანი სპორტული ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვალენსია" ლა ლიგის 34-ე ტურში "ლევანტესთან" მარცხისგან გიორგი მამარდაშვილმა იხსნა. ქართველმა ერთი სეზონის განმავლობაში უზარმაზარი პროგრესი განიცადა: საიმედოა კარის ხაზზე, გამოსვლებზე, ბურთის ატანაში, დაცვის ხელმძღვანელობაში, იგერიებს წარმოუდგენელ ბურთებს, თავდაჯერებული და თამამად შეიძლება ითქვას, პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა. ყველაფერ ამის, აგრეთვე ასაკისა და სიმაღლის გათვალისწინებით, მას დიდი მომავალი ელის.

"ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბიორდალასმა ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბევრი ისაუბრა და ნიშანდობლივია, რომ ბოლო კითხვა სწორედ მამარდაშვილზე დაუსვეს.

- მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი შეხვედრა
ჩაატარა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 20 მილიონი ევროა. აპირებთ თუ არა ამ თანხის გასაზრდელად რაიმე ნაბიჯების გადადგმას?

- მე წარმოდგენა არ მაქვს. სახელშეკრულებო საკითხები კლუბის საქმეა. არ ვიცი და შენ ამის გასარკვევად არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო.

ის წარმოუდგენელია, შესანიშნავ დონეზე თამაშობს და დიდი ოსტატობა შეიძინა. მწვრთნელები და თანაგუნდელები ეხმარებიან. ჩვენ მისი ასპარეზობით ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გეთანხმები, საქართველოში თუ ვინმე არ გყავს ე.წ. კრიშა ვერაფერს ვერ მიაღწევ, ერთეულებს შეიძლება უმართლებს მაგრამ მამარდა ძალიან მაგარია და ყველა მის თამაშს ვუყურებ. ძალიან დიდი მომავალი აქვს, რეალის მომავალი მეკარეა, დამახსოვრეთ.
ზურაბ გოგატიშვილი
01 მაისი 2022 19:36
1
რეალის პოლიტიკა სულ სხვაა, ამ კლუბის მიზანი მარტო კარგი ფეხბურთელი,ან მწვრთნელის შეძენა კი არაა, ამავდროულზდ ე.წ."მყვირალა" სახელიც უნდა ჰქონდეს, დელბოსკე უბრალოდ იმიჯის გამო გაუშვეს( მათივე აღიარებით)...
Diax batono!!!
04 მაისი 2022 17:45
0
სიმდაბლე კაცის ყველაზე დიდი ნიჭი და სიძლიერეა.
ღმერთმა დაგვიფაროს თავში აუვარდეს,
მაშინ ყველაფერს დაკარგავს
თენგო
01 მაისი 2022 18:54
3
სიმდაბლე არანაირად არაა ნიჭი და სიძლიერე,პირიქით დიდი ცოდვაა, ალბათ თავმდაბლიბაში აგერია.....
Diax batono!!!
04 მაისი 2022 17:48
0
ღმერთო ყველგან ადიდე და აბრწყინე ქართული ნიჭი.
ჟორა გაბრიჭიძე
01 მაისი 2022 12:54
0
წარმატებები და უფალს ვთხოვ თავში არ აუვარდეს და მორიგი იმედგაცრუება არ მივიღოთ საწყენადარ დამიწერია მხილოდ გულშემატკივარი გ.უ.ლ.შ.ე.მ.ა.ტ.კ.ი.ვ.ა.რ.ი.
კახა
01 მაისი 2022 03:22
1
ვუყურებდიამის თამაშებს საქართველოში, ნიჭი ეტყობოდა თავიდანვე მაგრამ განვითარების შანსიც კი არ ქონდა, ვალენსიაში კი უმოკლეს დროში განვითარდა და აჩვენა მაღალი დონე... რამდენი მისმაირი ნიჭი კვდება ჩვენს ქვეყანაში ვისაც არ უმართლებს ასე, ძალიან მწყდება გული თითოეულზე და განვიცდი რომ უკეთეს ქვეყანაში არ ცხოვრობენ... (((
რუსთავი
01 მაისი 2022 02:41
12
ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ რამდენი ამნაირი იკარგებაში ვერ წამოგყვები, ამნაირები 50 წელიწადში ერთი იბადება.
01 მაისი 2022 12:17
7
რა გაგებითაც თქვა მემგონი არ უნდა გაგჭირვებოდათ გაგება მარა რახან გაგიჭირდათ აგიხსნით. საქართველო მართლა ძალიან კარგი ქვეყანაა მაგრამ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს ჯერ ნორმალური, ეს იგრძნობა ყველა სფეროში. ყველგან ყვავის არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი და ვითომ პატრიოტიზმი ეხლა თქვენ რომ გულზე მჯიღს იცემთ ისეთი. შესაბამისად ნიჭიერ ხალხს უჭირთ საკუთარი თავის პოვნა და განვითარება.
რუსთავიდანს მოპასუხეებს.
01 მაისი 2022 12:03
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული