გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე „ვალენსიაში“ მე-19 მატჩი შეხვედრა ჩაატარა, ისევ დამაჯერებელი იყო, გულშემატკივრები უმღეროდნენ და სეზონში მეორედ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
მან პირველ ტაიმში ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. მასპინძლები 27-ე წუთზე დურომ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მსაჯმა გაია გააძევა და „ვალენსია“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
მეორე ტაიმში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ბორდალასის გუნდი თავს იცავდა და დროის გაყვანისთვის ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო (სეზონში მეორე). კონტრშეტევაზე კარგი შანსი ვასკესმა ვერ გამოიყენა. 77-ე წუთზე შორიდან ბარდის უძლიერესად დარტყმული ბურთი გიორგის კარის ხარიხას მოხვდა, ხოლო 81-ე წუთზე დუარტემ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. გაშვებულ გოლში ქართველი მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება.
„ვალენსია“ 43 ქულით მე-10 ადგილზეა და 7 მაისს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 35 099 მაყურებელი
ვალენსია - ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 დურო (27), 1:1 დუარტე (81)
გაძევება: გაია (31, ვალენსია)