"საკუთარ თავს თვითონ აზიანებს..." - "ჰამბურგის" მწვრთნელმა "ჩაკვეზე" ისაუბრა

AutoSharing Option
გერმანული mopo გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით საუბრობს.

"ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური "გენტიდან" "ჰამბურგში" გადავიდა. გერმანულ გუნდში პირველი რამდენიმე თამაშის შემდეგ განწყობა შეიქმნა, თითქოსდა "დინოზავრების" ხელმძღვანელობამ მიზანში მოარტყა, ქართველი კი გულშემატკივრების გულში უმალ ჩავარდა. მშვენიერი სასტარტო შეხვედრების შემდეგ გამოწვეული ხმაური მალევე ჩაქრა და ფეხბურთელმაც საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა... საბოლოოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ჩაკვეტაძე უკან, ბელგიაში დაბრუნდება" - წერს მედია.

კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმაც, ტიმ უოლტერმაც.

"დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ვარჯიშზეც კი აღარ აქტიურობს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს
თვითონ აზიანებს... თავს კარგად გრძნობს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ მინდა უფრო მეტად აქტიური იყოს. ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ვცდილობ, სულ ვესაუბრო, თუმცა ყველაფერი რთულადაა. პირველ რიგში, წინ ნაბიჯების გადადგმა მას უნდა სურდეს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აქვს ამის შესაძლებლობა" - განაცხადა უოლტერმა.

შეგახსენებთ, "ჩაკვემ" "ჰამბურგის" მაისური ბოლოს 19 აპრილს, "ფრაიბურგთან" (1:3) შეხვედრაში მოირგო, "რეგენსბურთან" (4:2) და "ინგოლშტადთან" (4:0) კი მთელი დრო სათადარიგო სკამზე გაატარა. "დინოზავრები" მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, "ჰანოვერის" წინააღმდეგ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 52 /
საქმე იმაშია რომ ყაზახეთის,გიბლარტარის ანდორის და ლატვიის ფეხბურთელებში გაილაღა სამწუხაროდ ეს მისი ზედა ზღვარი ყოფილა.
თეიმურაზ რეხვიაშვილი
20 მაისი 2022 09:48
1
არადა, ბრწყინვალე შანსია ჰამბურგი ათამაშდა და როგორც ჩანს გადავა ბუნდესლიგაში. ისე არც მეორე ბუნდესლიგაა ხელწამოსაკრავი. სამწუხაროდ ეს ბიჭი უდიდეს შანსს უშვებს ხელიდან და შეიძლება მეორე ჯანო ანანიძედ ჩამოვარდეს. ცუდია, რა ჭირს რა ეტაკა?
გიო
07 მაისი 2022 21:37
0
ჩაკვე იმედისმომცემად თამაშობდა ჰამბურგში. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია "კორონავირუსი" შეეყარაო. შემდეგი ინფორმაცია იყო ვილი სანიოლმა ჩააკითხაო. ამის მერე მოხდა რაღაც - სათამაშო დრო შეუმცირეს და ბოლოს აღარ ათამაშებენ საერთოდ და გაჩნდა ნეგატიური ინფორმაციებიც. ჟურნალისტებს ვთხოვოთ იქნებ ჩააკითხონ და "იმან თქვა, ამან თავი დაუქნიაზე" უფრო ზუსტი ინფორმაცია დადონ!? ეს ახალგაზრდა თავისი საფეხბურთო "მოკლევადიანი" წარსულით იმსახურებს ასეთ ყურადღებას!
ვაჟა მასწავლებელი
05 მაისი 2022 14:56
0
თამასა უნდა აიწიოს საერთო... პატარა წარმატება - მედიაც აყვირდება ეგრევე შეუცვლელი, მარადონა, ოელე, ახალი მესი, ამათაც წარმოუდგენელ ფულებთან აქვთ უკვე კავშირი, გოგოები ეხვევიან და მეტი აღარც უნდებათ ძალისხმევის დატანება აღარ უნდებატ და მორჩა, დამთავრდა კარიერა... ასე არ გამოვა
რა მაფიაა?
05 მაისი 2022 09:52
2
დ ჯგუფში რაც თამაშები ვითამაშეთ,გიორგიმ,მაშინ სულ მთლად რძეშეუშრობელმა ბიჭმა,პირადად მოიგო და პირადად გადაგვიყვანა ც ჯგუფში.მის გარეშე გოლი ვერ გაგვქონდა და შეუცვლელობა სხვა რაღაა?ძლივს ნიჭიერი ბიჭი გამოჩნდა თავდასხმაში,დღევანდელივით კი არ იყო,სამი ოთხი თავდამსხმელი რომ გვყავს არჩევანში.ფაქტია,ვერ ვუპატრონეთ და სწორ ადგილაზე ვერ გავუშვით,მაგრამ ყველაზე ნაკლებად,თვითონაა დამნაშავე.ტალანტს გაფრთხილება და გამოზრდა უნდა,ჩვენ კი ბედის ანაბარად მივაგდეთ და ამდენი წელია,მისგან აღებული ერთი ინტერვიუც კი არ მახსოვს,ჩვენს მედიაში.
სოსო
05 მაისი 2022 17:42
1
გიორგი ჭკვიანი ბიჭია. ხასიათიც კარგი აქვს. ზრდილობიანი და თავმდაბალი ახალგაზრდაა. ეს არის საქართველოს საამაყო შვილი. ძლიერი პიროვნებაა. ვიცი, რომ ძალიან კარგად ითამაშებს და ნაკრებში ბევრ გოლს გაიტანს.
ქ. გ.
05 მაისი 2022 06:40
2
ესეც რიგითი ხლაპუშკა :(

ჩვენები, ვგონებვვერ ხვდებიან რას ითხოვს პროფესიონალიზმი. თან სუსტი ფსიქიკა და ფიზმომზადება. adibasis-ს დონე ვართ, 'მამებსაც' სირაქლემებივით ვაჟნი იგნორი აქვთ სახეზე დარტყმული და ყვავის ფუნასავით ჩვენი ფეხბურთიც.
ლუკა
04 მაისი 2022 19:41
5
ღრიალა ჰოლანდიელმა პირდაპირ გვითხრა ქართველი სპორტსმენების მნიშვნელოვანი ნაწილის მენტალიტეტზე.
ტაბუ
04 მაისი 2022 19:37
1
ეგ ჯანაშიაზე თქვა მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა მანქანით შეკრებაზე და კიდე ვიღაცეებზე 2 საათი ალოდინეს ტრაპზე თვითმფრინავში
s
04 მაისი 2022 22:29
1
ვაჭრობენ. გენტმა იცის, რომ ჰამბურგს გიო მოეწონა. ჰამბურგმა გიო დასვა სკამზე და ასეთი ლაპარაკით ფასის დაკლებას ცდილობს.
ქ. გ.
04 მაისი 2022 18:45
30
ალოგიკური არ არის რასაც ამბობ, მაგრამ არ მგონია... ნეტა მასე იყოს, მგონი უფრო რთულად არის საქმე
ლევანი
05 მაისი 2022 11:05
0
გუცაევს რო ყავდა გადაცემაში , კაცმა სწორი დიაგნოზი დაუსვა!! ვინც უყურებს მიხვდება. მარტო ტალანტი იყო არაა საკმარისი. ხასიეთის პრობლემა რო ქონდა მაგ ბიჭს ალბათ იცოდა ან შეამჩნია და აქტიურობისკენ მოუწოდა. თავისუფალი დრო უნდა გამოიყენო განტვირთვისთვის სპორცმენმა , (ფარგლებში რათქმაუნდა და არა როგორც ადრიანო, ან მუტუ და ან კიდე ბევრი სხვა) ვარჯიშის შემდეგ ფლეისთეშენის თამაში არ უხდება ახალგაზრდა სპორცმენს… შეიძლება ხალხი ვცდებით მაგრამ , კაი ხანი როა ფეხბურთი რომ აღარ გითამაშია ამას ყველა ვხედავთ, ადრე ტრამვას ვაბრალებ დღით და გენტის არაპროფესიონალობას შენს ჯანმრთელობის მიმართ და ეხლა კიდე სხვა რაღაცამ წამოყო თავი, სიზარმაცე! ანუ ჰამბურგის მწვრნელსაც ელანდება რამე დავიჯერო? შეიაზლება გუნდს ვერ შეეწყო, მწვრთნელსაც, და გაგანათხოვრონ მაგრამ მერე რადიკალურად სხვა კულტურის და ქვეყნის გუნდში მოხვდე და იქ კიდე სიზარმაცის გამო აღარ დაგტოვონ ეგ უკვე სერიოზული პრობლემა, საკუთარ თავში უნდა იპოვო მიზეზი../ თვით კრიშტიანო იცავს რეჟიმს თუ იცავს დღესაც კი, ყველაფერი მოიგო და თან რა ასაკშია, მაგრამ ამ ვარჯიშს ყველაფერს უხამებს კაცი , და შედეგიც აქ!!/ ვარჯიში -სახლი, ვარჯიში-სახლი , ვარჯიში-სახლი , თუ ასეთი მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობ ფეხბურთს კი არა ხელობაზეც ვერ იმუშავებ , გაგიჟდები.
Vasili
04 მაისი 2022 18:28
4
მე ვფიქრობ რომ არ არის იმ დონის რომ ევრპაᲨი ელიტგუნდებᲨი იᲗამაᲨოს.ტრამვები იყო კი და მაგის ბრალიც არის ,მაგრამ მეტი არ ᲨეუᲫლია და რა ქნას...მედიამ იმდენი ქნა,რომ ᲩაკვეტაᲫე დაგვანახა რასაც ახლა მივტირივარᲗ რატოა ასეო....სინამდვილეᲨი დავინახეᲗ რას წარმოადგენდა....ასე რომ ბევ რ რამეᲨი მედია უწყობს ხელს ბევრ რაᲦაცეებს .
მოქალაქე
04 მაისი 2022 17:52
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული