La Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს და ქართველი ფეხბურთელის უნივერსალურობას უსვამს ხაზს. როგორც იცით, არის საუბარი, რომ ჩვენებური "ნაპოლიში" ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მიდის, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ მას 2 სხვა პოზიციაზეც შეუძლია კარგად ასპარეზობა.
"მომავალი სეზონისთვის "ნაპოლის" პირველი შენაძენი ხვიჩა კვარაცხელია იქნება და ეს გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე გვაუწყა...
მაგრამ რომელ პოზიციაზე ითამაშებს 2001 წელს დაბადებული ქართველი?! ითქვა, რომ ის ინსინიეს შემცვლელი იქნება... მას ასევე შეუძლია იყოს ვინგერი ან იმოქმედოს პირველი თავდამსხმელის უკან,
რათა ისარგებლოს კართან ყველაზე ახლოს არსებული სივრცეებით." - წერს La Gazzetta dello Sport-ი.