"ჩაკვეს" ისევ არ უთამაშია, "ჰამბურგმა" მოიგო

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში "ჰამბურგმა" "ჰანოვერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები რობერტ გლაცელის 2 გოლის წყალობით დაწინაურდნენ, გერმანელმა ფორვარდმა თავი მე-13 და მე-20 წუთებზე გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან სებასტიან კერკმა 22-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"დინოზავრების" შემადგენლობიდან მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე ისევ არ გამოჩენილა, ბოლოს ქართველმა ფეხბურთელმა 19 აპრილს გერმანიის თასის ნახევარფინალში "ფრაიბურგთან" (1:3) ითამაშა, იმის შემდეგ კი თავის გამოჩენის შანსი აღარ ეძლევა. უკვე ცნობილია, რომ "ჩაკვე" ზაფხულში "ჰამბურგს" დატოვებს და ბელგიაში დაბრუნდება.

რაც შეეხება გერმანულ გუნდს, ქართველი
ლეგიონერის ამჟამინდელი გუნდი 33 ტურის შემდეგ 57 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ბუნდესლიგაში გადსავლის შანსს ინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
არ უნდა ამ კაცს ფეხბურთის თამაში ეტყობა.
ქართველი ვაჟკაცია, ფეხბურთს ხომ არ ითამაშებს
გენა
07 მაისი 2022 18:54
10
3-მა მწვრთნელმა დაიწუნა. გენტის ახალმა, სანიოლმა, ჰამბურგის მწვრთნელმა.

მე პირადად აღარც მჯერა მისი და აღარც მაინტერესებს მისი სიახლეები. თავად თუ არ უნდა ვარჯიში და თამაში, მე ასი წელი არ დავკარგავ დრის
რაღა დროს ჩაკვეა
07 მაისი 2022 18:48
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული