გერმანული mopo გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით საუბრობს.
"ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური "გენტიდან" "ჰამბურგში" გადავიდა. გერმანულ გუნდში პირველი რამდენიმე თამაშის შემდეგ განწყობა შეიქმნა, თითქოსდა "დინოზავრების" ხელმძღვანელობამ მიზანში მოარტყა, ქართველი კი გულშემატკივრების გულში უმალ ჩავარდა. მშვენიერი სასტარტო შეხვედრების შემდეგ გამოწვეული ხმაური მალევე ჩაქრა და ფეხბურთელმაც საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა... საბოლოოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ჩაკვეტაძე უკან, ბელგიაში დაბრუნდება" - წერს მედია.
კომენტარი გააკეთა მთავარმა მწვრთნელმაც, ტიმ უოლტერმაც.
"დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ვარჯიშზეც კი აღარ აქტიურობს. პირდაპირ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს
თვითონ აზიანებს... თავს კარგად გრძნობს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ მინდა უფრო მეტად აქტიური იყოს. ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ვცდილობ, სულ ვესაუბრო, თუმცა ყველაფერი რთულადაა. პირველ რიგში, წინ ნაბიჯების გადადგმა მას უნდა სურდეს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად აქვს ამის შესაძლებლობა" - განაცხადა უოლტერმა.
შეგახსენებთ, "ჩაკვემ" "ჰამბურგის" მაისური ბოლოს 19 აპრილს, "ფრაიბურგთან" (1:3) შეხვედრაში მოირგო, "რეგენსბურთან" (4:2) და "ინგოლშტადთან" (4:0) კი მთელი დრო სათადარიგო სკამზე გაატარა. "დინოზავრები" მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, "ჰანოვერის" წინააღმდეგ გამართავს.