ოქრიაშვილის გოლი-შედევრი კვიპროსში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატზე თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

30-ე ტურში "აპოლონმა" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "აპოელი". ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 76-ე წუთზე საოცარი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან ტურნირზე 23 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"აპოლონში" სათადარიგო იყო რევაზ ინჯგია, ხოლო "აპოელში" ბუბა დაუშვილი, მისი თანაგუნდელი გიორგი ქვილითაია კი ტრავმირებულია.

"აპოლონმა" უშუალო კონკურენტის ძლევით ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა, "აპოელი" კი სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
შახტარი მაგეამ რად გინდა მართალია ხალხი ეს ქართული ბედოვლათობა იმის მაგიერ რომ კიდე უფრო მოემატოს ჟინი და უფრო დაიგეშოს წარმატებებზე მეტი და მეტი ივარჯიშოს რომ დაუნტკიცოს ყველას მართლა მაგარია ამათ ეგრევე მიღწეულით ტკბობა ეწყებათ თავი მაღლა და ერიჰა უკან სვლა სრული სვლით. ჩაკვეტაძეს დააკვირდით თუთქოს არაა ამქვეყნად ადრე სულ მოწადინებული იყო ბურთს ითხოვდა აქტიური იყო ეხლა ელოდება თი მიუვიდა ბურთი იფხაკურებს და ეგარი რა გჭირთ სისხლი ასე რამ გაგიშროთ როცა უნდა გიდუღდეთ!
კახა
16:59 09-05-2022
2
გენკში რომ იყო მაშინ რო მოენდომებინა ეხლა ტოპვარსკვლავი იქნებოდა . მილინკოვიჩ სავიჩი და ეგ ერთად იყვნენ გენკში და არანაკლებ ნიჭი აავს ოქრის მაგრამ ქართული ხასიათი აქაც ჩანს როგორც ქინქლაძის ჩაკვეტაძის და ბევრის შემთხვევაში
ტოტტი
04:21 09-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული