კვიპროსის ჩემპიონატში მდგომარეობა მოულოდნელად და საინტერესოდ განვითარდა. პირველადგილოსანი "აპოლონი", სადაც რევაზ ინჯგია გამოდის, საკუთარ მოედანზე "პაფოსთან" დამარცხდა - 0.2 (ქართველ შემტევს არ უთამაშია). ამ ყველაფერმა საჩემპიონო შანსი თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელს" გაუზარდა.
ნიქოზიელებმა, რომელთა რიგებში მხოლოდ ოქრიაშვილი გამოდიოდა (84 წუთი ითამაშა და აქტიურიც იყო), "არისი" მისსავე მოედანზე დაამარცხა - 2:1. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველ და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა (51 და 50 ქულა აქვთ).
დღეს, 18 აპრილს (20:00 სთ), თემურ ქეცბაიასა და
გიორგი ლორიას "ანორთოსისი" ლარნაკის აეკ-ს ესტუმრება. 44 ქულის მქონე ქართველი სპეციალისტის გუნდს საჩემპიონო დავის გადაწყვეტაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს - მომდევნო ტურში ლიდერ "აპოლონს" უმასპინძლებენ. ბოლო ტური (8 მაისს) კი ფინალის ტოლფასი შეხვედრაა - "აპოლონი" "აპოელის" წინააღმდეგ.
"ქეცბაიასთვის ბუმერანგივით იქცევა" - კვიპროსული კრიტიკა
ქეცბაია: გუნდურობა გვაკლია, ზოგიერთს გმირობა სურს
ქეცბაიამ გაიმარჯვა, ოქრიაშვილის "აპოელს" 4 მოთამაშე გაუძევეს [VIDEO]
კარგად დაიმახსოვრეთ ჩამოვა და ერთთა ლიგაზეც დაგვამახსოვრებს თავს!