ბერიძემ და ზივზივაძემ "უიპეშტი" გადაარჩინეს და ჩემპიონატი გოლებით დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში თავი "უიპეშტის" ქართველმა ლეგიონერებმა გიორგი ბერიძემ და ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინეს.

გასვლაზე "მეზოკოვეშდთან" მოგებულ მატჩში (3:2) ჩვენებურებმა გოლები გაიტანეს.

ბერიძემ ამ სეზონში ჩემპიონატზე 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო ზივზივაძემ, რომელიც ბუდაპეშტურ გუნდში ზამთარში გადავიდა, 12 შეხვედრაში - 11 გოლი. პირველ წრეში მან "ფეჰერვარის" შემადგენლობაში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ბერიძეს "უიპეშტთან" კონტრაქტი დაუსრულდა, ზივზივაძე კი იჯარის წესით თამაშობდა და ჯერ უცნობია, გააგრძელებენ თუ არა ამ გუნდში ასპარეზობას.

"უიპეშტი" ამჟამად მეხუთე ადგილზეა, მაგრამ "პაკშის" შეუძლია გადაასწროს. გუნდს გასავარდნად
ჰქონდა საქმე და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართველების ძალისხმევით არათუ ლიგაში დარჩენა მოახერხა, არამედ ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა, თუმცა ევროტურნირებზე გასვლა ვერ შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბერიძემ შანსი არ დაუტოვა სანიოლს)). კი არის ღირსი გამოძახების ჩემი აზრით.
შოთა
19:40 14-05-2022
0
ზივზივავაძემ ინტერვიუში განაცხადა მე რომ რუსეთში ვთამაშობდე კონტრაქტს გავწყვიტავდი და წამოვიდოდიო რუსეთიდან, ეს მაშინ თქვა როცა მისი თანამემამულეები კვარაცხელია და დავითაშვილი ელოდებოდნენ სანაკრებო პაუზას რომ წამოსულიყვნენ რუსეთიდან, აჩვენეს პროფესიონალიზმი პატივი სცეს თავიანთ კლუბებს მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად არ ენდომებოდათ იქ დარჩენა ამ რთულ დროს. წამოვიდნენ ბიჭები რუსეთიდან, ამის შემდეგ "უნგრეთმა" მხარი დაუჭირა რუსეთს ამ ფაქტთან დაკავშირებით რატომ დუმს ბატონი ბუდუ და რატომ არ წყვიტავს კონტრაქტს რუსეთის მხარდამჭერ უნგრეთთან??
სიმართლე მწარეა
17:30 14-05-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული