საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პოლონურ გუნდში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი დავით ვოლკოვი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

"აზერისპორტის" ცნობით, ვოლკოვმა "ზირასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და გდანსკის "ლეხიაში" გადავა, რომელმაც კარგი კონტრაქტი შესთავაზა.

ვოლკოვმა გასულ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატის 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

"ლეხია" ექსტრაკლასას დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეოთხე ადგილზეა და კონფერენს ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინც წაიყვანა ისინი მაშინ უგუნდოდ იყვნენ ყველანი ქვილითაიას გარდა,რომელსაც არც ათამაშებდა რაპიდი მაგრამ ჩვენ ხო სიკეთის დაფასება არ ვიცით
კახა ქ.
21:29 15-05-2022
1
ძალიან კარგი!!! აღარ არის ის დრო ქართველებს აზერბაიჯანში წასვლა,რომ უხაროდათ! ნაკრების ფეხბურთელები ევროპაში უნდა თამაშობდნენ! ერთ რამეს დააკვირდით კვარა როგორცვე იტალიაში ფეხს მოიკიდებს ნაკრების რეიტინგიც აიწევს და ფეხბურთელების რეიტინგის აწევა ამ ერთა ლიგის გათამაშების მერე ნახეთ!!! ზოგ ზოგიერთებს,რომ გმირებათ თვლით უფასოდ ვეღარ წაიყვანენ თავის კლუბებში ჩვენ ბიჭებს,იქნებ იკითხოდ წაყვანილებიდან ვისში აქვს ფული გადახდილი კვიპროსელ მამლუქს...
ზურა
20:44 14-05-2022
4

სიახლეები პოპულარული