„ვალენსია“ პრიმერაზე მეათე ადგილზეა, „ესპანიოლი“ მეცამეტეზე, ამ მატჩს პრაქტიკული თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და როგორც ჩანს, "ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გადაწყვიტა მამარდაშვილის ნაცვლად იასპერ სილესენი ათამაშოს.
მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.