კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოზნანის "ლეხის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

"ლეხმა" თანაქალაქელი "ვარტა" 2:1 დაამარცხა და ერთი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი. კვეკვესკირი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან ამ სეზონში ექსტრაკლასას 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

"ლეხი" 2015 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მერვედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მეორე ადგილზე ჯერჯერობით "რაკუვია", რომელმაც წელს თასი მოიპოვა და რომლის ღირსებასაც ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ ნიკა, მრავალჟამიერ!
0

myquiz

სიახლეები პოპულარული