პოზნანის "ლეხის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონი გახდა.
"ლეხმა" თანაქალაქელი "ვარტა" 2:1 დაამარცხა და ერთი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი. კვეკვესკირი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან ამ სეზონში ექსტრაკლასას 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
"ლეხი" 2015 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მერვედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
მეორე ადგილზე ჯერჯერობით "რაკუვია", რომელმაც წელს თასი მოიპოვა და რომლის ღირსებასაც ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე იცავენ.