სად ითამაშებს ჩაკვეტაძე და იქნება თუ არა ნაკრებში?!

AutoSharing Option
15 მაისს გიორგი ჩაკვეტაძის მუდმივ და დროებით კლუბებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჰქონდათ, ქართველი ნახევარმცველის მომავალზე კი ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

გიორგის ახლანდელ კლუბ "ჰამბურგს" ბუნდესლიგაში გადასასვლელ ორმატჩიან პლეი-ოფში ბერლინის "ჰერტასთან" ჭიდილში მოუწევს, რომელიც "შტუტგარტის" მცირე სასწაულის შემდეგ, საპლეიოფო ზონაში მოხვდა.

უკვე ვიცით, რომ "ჩაკვე" ბელგიურ "გენტს" დაუბრუნდება, რომელმაც კონფერენს ლიგაზე თამაში გაინაღდა.

ახლა არ ვიცით, რამდენად დარჩება გიორგი ბელგიაში და ზაფხულში რა ვარიანტებს განიხილავს. ამასობაში, სანაკრებო შეხვედრები მოახლოვდა. ვილი სანიოლმა "ერთა ლიგისთვის" შემადგენლობა მალე უნდა დაასახელოს. ჩაკვეტაძეს გუნდში მცირე
სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა "ჯვაროსნების" წარმოდგენა მის გარეშე მაინც გვიჭირს.

altშანსი ვერ გამოიყენა - ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" არ დაიტოვებს

altეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია? - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

altსანიოლი ჩაკვეტაძის შეხვედრას დაესწრო [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 40 /
ნუ ქმნით ყველაფერში პანიკას. ძალიან ახალგაზრდაა ჯერ. თუ საკმარისად არ იშრომებს არაფერი გამოუვა და ამას თავადაც დაინახავს. ძალიან გთხოვთ ნუ უკონტროლებთ ღამის კლუბში შევიდა თუ სიგარეტი მოწია ვინმემ. გუშინ ერლინგ ჰალანდმა დაიმხო ღამის კლუბი თავზე მაგრამ ეს მის ფეხბურთელებას ხელს არ უშლის. 22 წლის ბიჭი რატომ არ უნდა გაერთოს, ეს რა მიდგომებია, თქვენ გგონიათ კლუბში თუ არ შევა უკეთესი ფეხბურთელი იქნება? მთავარი ფიზ მომზადება და მენტალობაა, ასევე კარგი პირობები და ბევრი შრომა. როგორც ცივილურ ქვეყნებსი!!
რაღაც გენებში გვაქვს მგონი სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევა და ამას ვითომ ფეხბურთის სიყვარულით ვამართლებთ.
ჰანალდის ვიდეო რომ ვნახე ვფიქრობდი, ასე რომ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ენახათ ალბათ ჯვარზე გააკრავდნენ კლავიატურის ლომებითქო:))
Skeleton
12:41 16-05-2022
2
არ არის გამართლებული პრაკტიკაში სახელის და ნიჭის გამო ნაკრებში ფეხბურთელი გამოიძახო.. ეს კარგად ესმის სანიოლს და მოხარული ვარ იმით რომ პრაგმატულად მსჯელობს..
რახან ჩაკვეტაძეა და რამდენიმე წლის წინ გაიბრწყინა ნაკრებში მაგიტო არ უნდა გამოიძახონ!!
რა დააშავა იმ ფეხბურთელებმა ვინც თავდაუზოგავად შრომობს და ვითარდება, აი თუნდაც ალთუნაშვილი რომელიც სტაბილურია ტრამვის შემდეგ და კარგ ფეხბურთს გვთავაზობს ან ფლამარიონი რომელსაც მალე შეეძლება ნაკრებში თამაში..
პირადად ჩემთვის გაუგებარია რატო უნდა გინდოდეს ჩაკვეტაძე ასეთ კონდიციებში მყოფი ნაკრებში იხილო?
პირადად ჩემი აზრია ჩაკვესთან დაკავშირებით რომ, ხანდროს საჭიროა ნაბიჯი უკან იმისთვის რომ წინ სვლა გააგრძელო ეს კარგად დავინახეთ კვარას და დავითაშვილის ე-ლიგაში დაბრუნების შემდეგ, არავინ დააყენებს სასტავში არცერთი კლუბი შემტევს რომელსაც ტრამვის და მცველების ეშინია... თუ შიში გაქვს და ამ დროს ინტელექტის და ნიჭის პატრონი ხარ ჭადრაკიც სპორტია...ასე რომ წარმატებები ნაკრებს დიდი მოლოდინები გვაქვს, მჯჯერა რომ ჩვენი ბიჭები სულს გულს ჩადებენ თამაშებში!!!
შავი კაცი
11:55 16-05-2022
0

myquiz
სიახლეები პოპულარული