სად ითამაშებს ჩაკვეტაძე და იქნება თუ არა ნაკრებში?!

AutoSharing Option
15 მაისს გიორგი ჩაკვეტაძის მუდმივ და დროებით კლუბებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ჰქონდათ, ქართველი ნახევარმცველის მომავალზე კი ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

გიორგის ახლანდელ კლუბ "ჰამბურგს" ბუნდესლიგაში გადასასვლელ ორმატჩიან პლეი-ოფში ბერლინის "ჰერტასთან" ჭიდილში მოუწევს, რომელიც "შტუტგარტის" მცირე სასწაულის შემდეგ, საპლეიოფო ზონაში მოხვდა.

უკვე ვიცით, რომ "ჩაკვე" ბელგიურ "გენტს" დაუბრუნდება, რომელმაც კონფერენს ლიგაზე თამაში გაინაღდა.

ახლა არ ვიცით, რამდენად დარჩება გიორგი ბელგიაში და ზაფხულში რა ვარიანტებს განიხილავს. ამასობაში, სანაკრებო შეხვედრები მოახლოვდა. ვილი სანიოლმა "ერთა ლიგისთვის" შემადგენლობა მალე უნდა დაასახელოს. ჩაკვეტაძეს გუნდში მცირე
სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა "ჯვაროსნების" წარმოდგენა მის გარეშე მაინც გვიჭირს.

altშანსი ვერ გამოიყენა - ჩაკვეტაძეს "ჰამბურგი" არ დაიტოვებს

altეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმია? - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია

altსანიოლი ჩაკვეტაძის შეხვედრას დაესწრო [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 40 /
ᲩაკვეტაᲫეზე რა კულტიც ᲨექმენიᲗ მედია საᲨუალებებმა ....კეᲗილი ინებეᲗ და გამოასწორეᲗ...გამოᲩნდა რაც არის ზარმაცი ყოფილა ....Შანსი ქონდა და ვერ გამოიყენა...
მოქალაქე
11:52 15-05-2022
6
Ეს ბოღმა, ირონია და სლეობა კომენტარები არ მოგბეზრდათ? Თავის დროზე ხომ ყვიროდით გიო გენაცვალეს - მაგალითად შენ(odala).მაგრამ აი ნაკრები რატომ ვერ წარმოგიდგენიათ გიოს გარეშე? Მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დღეს არაა ფორმაში, არ თამაშობს და გასაკვირი არ იქნება თუ არ დაუძახეს. Წარმატებები გიორგის, ყველა ქართველ სპორტსმენს და საქართველოს
Გოგი
12:30 15-05-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული