იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ინტერესი არათუ იკლებს, არამედ იმატებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის ტრანსფერი ნეაპოლელთა პრეზიდენტმა დაადასტურა.
ბათუმის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" (7:2) შეხვედრაში "კვარამ" მეტოქის კარი ერთხელ აიღო, საკუთარი გუნდის მეექვსე გოლის ეპიზოდში კი თავი ასისტით გამოიჩინა.
ხვიჩას გოლი-გოლზე გააქვს
"ნაპოლიში" ხვიჩას ჩასვლას ელიან. ქართველი ფეხბურთელი იტალიელებისთვის პოპულარული გახდა, მისი მოედანზე მოქმედება კი შეუმჩნეველი არავისთვისაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "კვარა" ნეაპოლურ გუნდში თავის გამოჩენის შემთხვევაში გუნდის ძირითადი ბირთვის შეუცვლელი ფიგურა გახდება.
მომზადებულია spazionapoli-ს მიხედვით
გუშინ გოლზე მეტად ის საგოლე პასი მომეწონა გაფრინდაშვილს რომ გაუკეთა.
და ისედაც ძალიან ლამაზად თამაშობს, სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ.
P.ს. - ნაპოლის პრესეზონამდე დაასვენეთ ეს ბიჭი, გთხოვთ! (დინამო ბათუმს ეხება პირველ რიგში)