არც მამარდაშვილი, არც სილესენი? - ესპანური მედია ბოლო ტურის წინ

AutoSharing Option
შაბათს, 21 მაისს (19:30 სთ), ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, "ვალენსია" ვიგოს "სელტას" უმასპინძლებს. სატურნირო თვალსაზრისით, შეხვედრა არაფერს წყვეტს. Jornadaperfecta კიდევ ერთხელ წერს გიორგი მამარდაშვილისა და იასპერ სილესენის კონკურენციაზე, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდა და მსჯელობს, ვინ დაიცავს კარს ბოლო მატჩში.

ესპანური გამოცემის აზრით, "ღამურების" მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ხაუმე დომენეკს ერთგვარ საჩუქარს გაუკეთებს და თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს. 31 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 შეხვედრაში იასპარეზა.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა "ვალენსიას" კარი 18 მატჩში
დაიცვა, სეზონის დასკვნითი ნაწილი კი განსაკუთრებით კარგი ჰქონდა და მშვენიერი სტატისტიკური მაჩვენებლები აქვს. 17 დაპირისპირებაში ითამაშა სილესენმა. 33 წლის ნიდერლანდელი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს "ვალენსიას" დატოვებს.

altრატომ აღარ ითამაშებს მამარდაშვილი? - Las Provincias-ი განმარტავს

altAS: "ვალენსიას" ეშინია მამარდაშვილი არ დაკარგოს და გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
მამარდამ უნდა ითამაშოს
irakli
18:30 19-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული