ბუნდესლიგის პლე-ოფის პირველ მატჩში "ჰამბურგმა" გასვლაზე "ჰერტა" 1:0 დაამარცხა.
ბერლინის პირთამდე სავსე ოლიმპიურ სტადიონზე სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, გოლი კი მეორე ტაიმში ნახევარმცველმა ლიუდოვიტ რეისმა გაიტანა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 23 მაისს "ფოლკსპარკშტადიონზე" გაიმართება და HSV-ს ბუნდესლიგაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.
ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 76 000 მაყურებელი
ჰერტა - ჰამბურგი 0:1
გოლი: რეისი (57)
ეს მაეჭვებს