"ჰამბურგმა" ბერლინში ჩაკვეტაძის გარეშე გაიმარჯვა და ბუნდესლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პლე-ოფის პირველ მატჩში "ჰამბურგმა" გასვლაზე "ჰერტა" 1:0 დაამარცხა.

ბერლინის პირთამდე სავსე ოლიმპიურ სტადიონზე სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, გოლი კი მეორე ტაიმში ნახევარმცველმა ლიუდოვიტ რეისმა გაიტანა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 23 მაისს "ფოლკსპარკშტადიონზე" გაიმართება და HSV-ს ბუნდესლიგაში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.

ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 76 000 მაყურებელი

ჰერტა - ჰამბურგი 0:1
გოლი: რეისი (57)

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ იმსახურებს იმიტომ ზის სკამზე...
სუსა
21 მაისი 2022 11:50
0
გენტმა რომ ფასი აწია, იმის შემდეგ აღარ უთამაშია ჩაკვეს წესიერად.
ეს მაეჭვებს
თენგო
20 მაისი 2022 11:58
5
ძალიან სამწუხაროა და დასანანია, მაგრამ ფაქტია!!! ვერცერთი ჩვენი ფეხბურთელი ვერ თამაშობს ევროპის ნორმალურ კლუბში მაღალ დონეზე (წარმატებები ხვიჩა!!!) და სისტემატიურად, გაიცემა ხოლმე დიდი იმედები მაგრამ შემდეგ ეს იმედები არ მართლდება!!! სანამ რეალობას თვალ არ გავუსწორებთ, არ ვაღიარებთ რომ რაღაცაშია პრობლემა და ამ პრობლემების აღმოფხვრაზე არ ვიმუშავე არაფერი გვეშველება ვიქნებით სულ ასე საშუალოსთან მიახლოვებულ დონეზე და ისიც არასისტემატიურად. წარმატებები ქართულ ფეხბურთს!!!
???
20 მაისი 2022 09:52
2
რაღაც მოხდა აშკარად, რის გამოც სჯიან.
იზავს ეს თავისას ! რამე საშუალოზე ცოტა სუსტ გუნდში უნდა გადავიდეს, სადაც ლიდერობა იქნება ამისგან საჭირო. კარგი გვერდში დგომა და დაიწყებს ისევ ფრენას, თუ ტრავმებმა არ შეაწუხეს
Nk
20 მაისი 2022 09:33
5
ჩაკვე თუ გაიფორმა ჰამბურგმა მერე ნახეთ
თენგო
20 მაისი 2022 07:28
5
მეც მაგას ვფიქრობ რომ ძაან იაფად დაითრევენ და მერე გამოთლიან
lm
20 მაისი 2022 09:59
8
5 წუთითაც კი აღარ შეყვას მწვრთნელს ფრაიბურგის მატჩის შემდეგ
გენო
20 მაისი 2022 01:05
1
ძალიან მწყდება გული რომ ჩაკვეტაძემ ამ გუნდში ვერ წარმოაჩინა საკუთარი თავი და ვერ აჩვენა ის ფეხბურთი რაც შეუძლია არადა მონაცემებით ნიჭით ტალანტით და პოტენციალით ჰამბურგის ყველა ფეხბურთელს ჯობია. საკუთარი თავისგან ვფიქრობ უფრო ბევრი უნდა მოითხოვოს თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდა.
გიორგი
20 მაისი 2022 01:04
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული