როგორც ანონსირებული იყო, "სელტასთან" ლა ლიგის ბოლო ტურის საშინაო მატჩში "ვალენსიას" კარს ხაუმე დომენეკი დაიცავს.
მას შემდეგ, რაც ჩემპიონატზე "ვალენსია" უმოტივაციოდ დარჩა, მწვრთნელმა ხოსე ბორდლასმა გიორგი მამარდაშვილი არ ათამაშა - წინა ტურში სასტარტოში იასპერ სილესენი დააყენა, დღეს კი დომენეკი.
მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.