goal.philenews: ოქრიაშვილით უკმაყოფილოები არიან და შეიძლება გაასხვისონ

AutoSharing Option
გასული წლის ზაფხულში "ანორთოსისიდან" გადასულ თორნიკე ოქრიაშვილს "აპოელმა" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, გასულ სეზონში ჩემპიონატის 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და goal.philenews-ის ცნობით, კლუბი მისი და არგენტინელი თავდამსხმელის, ტომას დე ვინსენტის გასხვისებას გეგმავს.

"ეკალი" ოქრიაშვილი და სხვადასხვა შეხედულება დე ვინსენტიზე. ორი ყველაზე რთული შემთხვევა კლუბის ხელმძღვანელობისათვის - ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებთან დაკავშირებით დასრულებულ პერიოდში.

ქართველს "ლურჯ-ყვითლებთან" კონტრაქტი აქვს, მაგრამ გასულ სეზონში მისით არავინ იყო კმაყოფილი, რადგან ბევრი არაფერი გაუკეთებია. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ ზაფხულს ის კლუბს მნიშვნელოვნად გადაჭარბებული ფასი დაუჯდა, ვინაიდან
"ომონიაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. თუმცა იმათი იმედები ვერ გაამართლა, ვისაც მისი ამ გუნდში ყოფნა უნდოდა.

შესაძლოა, თორნიკეს გაყიდვა სცადონ, რაც იანვარში უნდოდათ, მაგრამ მაშინ ჩინური გუნდის წინადადება არ მიიღეს.

რაც შეეხება არგენტინელს, ადმინისტრაციაში აზრი გაიყო - დაიტოვონ თუ არა. ერთადერთი, რაშიც შეიძლება დარწმუნებულნი ვიყოთ, დარჩენის შემთხვევაში, ძველი ხელფასი არ ექნება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
წამოვიდეს მანდედან და შეეშვას იმ უმადურ უჯიშოებს @ კვიპროსის დებილ ჩემპიონატს ნებისმიერი სხვა ჯობია ! თუნდაც სამხრეთ კორეული ! მე ვაკოს გამო ხშირად ვუყურებ და კვიპროსის ჩემპიონატს ბევრად ჯობია !
zura222
14:48 25-05-2022
6
ჩამო ოქრი საქართველოში დაეხმარე რომელიმე გუნდს.
გურო
08:12 25-05-2022
3

სიახლეები პოპულარული