AS: "მანჩესტერ იუნაიტედი" მამარდაშვილით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ქართველმა მეკარემ ინგლისური გუნდების, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო. ვალენსიურ გუნდს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ესპანური AS-ი "მამარდაზე" საუბრობს, სადაც მის მიერ ჩატარებულ სეზონს ბრწყინვალეს უწოდებს. მოლაპარაკებები "ვალენსიასა" და მამარდაშვილს შორის კარგად მიმდინარეობს და გიორგი გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს.

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენებურის კანდიდატურას რამდენიმე ინგლისური გუნდი, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედი" განიხილავს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "წითელ ეშმაკებს", სავარაუდოდ, ინგლისელი კიპერი დინ ჰენდერსონი დატოვებს, მედიაში კი მის შემცვლელად 1.99 მეტრის სიმაღლის მქონე ქართველი მეკარე სახელდება. ასევე ამბობენ, რომ ტრანსფერის
გაჩარხვის შემთხვევაში გიორგი "იუნაიტედის" კარს ევროპა ლიგაზე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ ამ სეზონში ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჰენდერსონი მანჩესტერის მესამე მეკარეა, ასე რომ სადაც არის იქ იყოს ჯობია ძირითადში
0
არც უნდა წავიდეს დეხეას შემცვლელად.ამ ეტაპზე გიორგისთვის თამაშია მთავარი და არა სკამზე ჯდომა.რეალის,ატლეტიკოს,სევილიას შეტევების მოგერიებისას გამოცდილების მიღება და ოსტატობის ამაღლება გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე მისთვის.წარმატებები გიორგი
ნუკრი
12:42 25-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული