"ნაპოლი" ხვიჩას ივლისში წარადგენს - სავარაუდოდ, "კვარა" ბათუმის "დინამოს" ლიგის საკვალიფიკაციოზე ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ნეაპოლური გუნდი ქართველ ფეხბურთელს 8-დან 19 ივლისამდე პერიოდში წარადგენს.

იტალიური გრანდი წინასასეზონო შეკრების გავლას სწორედ ამ დროს დაიწყებს და დე ლაურენტისის სურვილია, რომ ხვიჩა თავიდანვე გუნდთან ერთად იყოს. აღნიშნულ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

ეს სიახლე საეჭვოს ხდის კვარაცხელიას თამაშს ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ 10 მატჩი გამართა და თავი 6 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
არაუშავს ნუ შევუშლით ხელს მაინც კარგი გუნდია ბათუმი ეს ამბები არმომხდარიყო ხო უნდა ეტამაშა ბათუმს მაინც
beqa
12:43 25-05-2022
1
ჩემი აზრით უნდა დაისვენოს კვარამ ნაკრების თამაშების შემდეგ, აბა ისე რა გამოვა, შეკრებაზე წავიდეს ისე რომ ელემენტარულად ორგანიზმი არ დაასვენა ხო გადაიწვება?? აბა ნაკრების მერე ითამაშოს ეროვნულის თამაშები, მერე ბათუმს დაეხმაროს და მერე შეკრებაზე წავიდეს???
zaza
13:45 25-05-2022
1

სიახლეები პოპულარული