მამარდაშვილი ტენ ჰაგის სიაშია - "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს ქართველი მეკარის დამატება პირადად სურს

AutoSharing Option
teamtalk.com-ი იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება უნდა და ეს "წითელი ეშმაკების" ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სურვილია.

ნიდერლანდელი მენეჯერი უკვე შეხვდა "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა აღმასრულებელ დირექტორ რიჩარდ არნოლდსა და სპორტულ დირექტორ ჯონ მურტოუს, სადაც სამომავლო გეგმები განიხილეს. 

საიტი წერს, რომ ტენ ჰაგი წასვლის მსურველებს ხელს არ შეუშლის, თავად კი იცის, სად უნდა გააძლიეროს შემადგენლობა და ერთ-ერთი ასეთი მეკარის პოზიციაა, სადაც გიორგი მამარდაშვილი ჰყავს შეგულებული.

უკვე ცნობილია, რომ "იუნაიტედს" ვეტერანი, 39 წლის კარის დარაჯი ლი გრანტი
დატოვებს. წამსვლელთა შორის სახელდება 25 წლის დინ ჰენდერსონი, რომელსაც მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ამით უკმაყოფილოა... შესაბამისად, დავიდ დე ხეას ერთადერთ კონკურენტად 36 წლის ტომ ჰიტონი რჩება. 

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ტენ ჰაგს დე ხეას კონკურენტად მამარდაშვილის მოყვანა სურს, სატრანსფერო თანხად კი 15 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არ ვიცი კარგი იქნება ეს თუ ცუდი მაგრამ მონდომების შემთხვევაში გიორგის აქვს ის ტალანტი, რომ დასვას დე ხეა სკამზე, მაგრამ თუ დარჩება ეს უფრო გარანტირებულად განავითარებს, ამ ასაკში მისთვის იდეალურ გუნდში იმყოფება, ნაპოლიმ წაიყვანოს მეკარეების პრობლემა მაგათ აქვთ. დე ხეა სარისკოა, მაგრამ მჯერა რომ თუ ძაან მოინდომებს ამოაგდებს, თან ტენ ჰაგი აიაქსში ნამუშევარი კაცია და მგონია რომ უფრო ახალგაზრდებს მიანიჭებს უპირატესობას. გიორგი მიიღებს თავისით გადაწყვეტილებას.
ABCABC
27 მაისი 2022 17:44
4
არა მგონია კარგი იყოს გიორგისთვის დე ხეას ამოგდება არაა ადვილი საქმე.ჩემი აზრით ამ ეტაპზე დარჩენა და სათამაშო პრაქტიკა ჯობია მისთვის.
გგგგ
06 ივნისი 2022 03:19
0
შეიძლება იყიდოს და დატოვოს ვალენსიაში, ასე თავის დროზე იყიდე ჩელსიმ კურტუა მარა რამდენიმე წელი ატლეტიკოში ყავდა განათხოვრებული.
ttt
27 მაისი 2022 13:54
0
გიორგი, არსად არ წახვიდე ჯერჯერობით, მითუმეტეს ვალენსია ის გუნდია, რომელსაც შენზე დიდი ამაგი აქვს, დარჩი მანდ 2-3 წელი, ასაკი ხელს გიწყობს და გადადი მერე სადმე მეგა კლუბში და იქ ჩაამთავრე კარიერა.
27 მაისი 2022 13:17
0
დამარცხებულის მენტალიტეტი ნუ გექნება გიო წადი და დაუმტკიცე რო დე ხეაზე უკეთესი ხარ.
ქართველი
27 მაისი 2022 01:38
8
ვალენსიაში დამარცხებულის მენტალიტეტი ექნება თუ მანჩესტერზე უარი თქვა? )))) ან ვის რა უნდა დაუმტკიცოს? კაცმა დაამტკიცა დასამტკიცებელი. 21 წლის არის, მეოთხე მეკარედ ჩავიდა და სილესენი დასვა სკამზე. აცადეთ 3-4 წელი გახდეს მართლა ტოპი და მერე ყველგან თამამად მივა. მეკარეა არ დაგავიწყდეთ. სასწაულია ამის ასაკში ტოპ ლიგის გუნდში რომ ხარ და ძალიან მაგარი გინდის ძირითადი მეკარე ხარ. აგერ ინგლისის ნაკრების მეკარეა 25 წლის დინ ჰენდერსონი და სკამზე ზის მანჩესტერში
რა დამარცხებულის მენტალიტეტი?
27 მაისი 2022 18:42
0
იყიდოს შეიძლება და დატოვოს იქვე, როგორც თავის დროზე კურტუა დატოვა ჩელსიმ ატლეტკოში.
ტტტ
26 მაისი 2022 16:55
1
არცერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს. დე ხეა 32 წლის ხდება და ჯერ ფორმაშია. გიორგის მაგის ამოგდება ჯერ გაუჭირდება. ვალენსიაში კი მყარად ჩაჯდა ძირითადში. სადმე თუ გადავა, გარანტირებულად ძირითადის მეკარედ უნდა გადავიდეს
სტუმარი
26 მაისი 2022 16:37
3
გიორგის სურვილზე არ იქნება, კარგ თანხას თუ გადაიხდიან გაყიდიან.
gio
26 მაისი 2022 21:53
0
ეს ტრანსფერი ყველასათვის კარგი იქნება გარდა მამარდაშვილისა. ვალენსია დაახლოებით 15000000-ან ფინანსურ მოგებას ნახავს, მანჩესტერი კარგ სათადარიგო მეკარეს შეიძენს, მამარდაშვილი კი სათადარიგო სკამზე დაჯდება...უკაცრავად მაგრამ ეს რომ გაგიხარდეს ან მტერი უნდა იყო ან შტერი :)
ვახო
26 მაისი 2022 15:58
2
არც გიორგია,დე ხეასგან ძალიან შორს.1 წელიწადში თუ ასეთი ტემპით განაგრძო ზრდა,უკვე თვითონ გახდება ტოპ დონის.მასზე ინტერესი,სხვა გუნდებიდანაც აუცილებლად იქნება და 100 მილიონის გამოსასყიდი,გიორგის სურვილის შემთხვევაშიც კი,გადაულახავი ბარიერი გახდება.კონტრაქტი ხომ 5 წლიანი დაუდეს.5 წელი დიდი დროა და ეს თანხა გიორგისათვის დიდი დაბრკოლება შეიძლება გახდეს,ტოპ კლუბში გადასასვლელად.თუ ტრანსფერი არასასურველი იქნება,არა მგონია გიორგის სურვილის წინააღმდეგ შესძლონ,მისი გასხვისება.
სოსო
27 მაისი 2022 18:05
0
უბედურება, უცჰალიცჰებენ, დე ხეას როგორ ამოაგდებს?
ddd
26 მაისი 2022 15:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული