სლუცკი - ხვიჩას წასვლაზე: ნეგატიური კომენტარები, ქვები ფანჯარაში, მამის გატეხილი მანქანა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პრემიერლიგიდან გავარდნაზე ჟურნალისტ ვასილი უტკინთან "იუთუბის" არხზე ინტერვიუში ისაუბრა და გუნდიდან ლეგიონერების და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის მიზეზები განმარტა.

- ყველას სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოება აქვს. თუ კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიაზე ვიტყვით, მაშინ, როდესაც ყოველდღე ნეგატიურ კომენტარებს გიტოვებენ, ყოველდღე ფანჯარაში ქვები მოფრინავს, როცა მამას მანქანა გაუტეხეს, როდესაც შენზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება, შენ, სავარაუდოდ, წახვალ.

- ხვიჩასთან დაკავშირებით გასაგებია...
- ჰაკშაბანოვიჩი და დრეიერი? იგივე. შენ ყოველდღე გირეკავენ აცრემლებული მშობლები, გირეკავენ საელჩოდან, შენზე სამშობლო
დან არარეალური ზეწოლაა, ყველა არხზე უბრალოდ გამცირებენ და ა.შ.

ძალიან დიდი თემაა, რატომ წავიდნენ "რუბინიდან" ლეგიონერები, სხვა გუნდებიდან კი არ წავიდნენ. სამი ფაქტორია. მათ ოფიციალურად დართეს წასვლის ნება. ასეთი რამ ადრე არასოდეს ყოფილა.

რატომ მიდიან? სამი შემადგენელია. პირველი - ეროვნება. თუ იმათ გეოგრაფიას გადავხედავთ, ვინც დარჩა, ესენი, ძირითადად, სამხრეთამერიკელები ან აფრიკელები არიან. ჩვენთან ტუნისელი მონტასარ ტალბი დარჩა. ამ ქვეყნებიდან ხალხი გეოპოლიტიკას მარტივად აღიქვამს, იმას, რაც მსოფლიოში ხდება.

ჩვენთან ყველა დანარჩენი, ძირითადად, ევროპელია ან ხვან ინ ბომი სამხრეთ კორეიდან. ყველა ამ ქვეყანაში სახელმწიფოს, მთავრობისა და ხალხის ძალიან მკაცრი პოზიცია იყო. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელები, რომლებიც "ზენიტში" ან კიდევ სადმე თამაშობდნენ, ასეთი წნეხის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, როგორც ევროპელები.

- მაგრამ ევროპელი ოლივერ აბილგორი დარჩა...
- ის ყველა ამ მოვლენისას ტრავმირებული იყო და უბრალოდ არსად ჰქონდა წასასვლელი. ეს მეორე ფაქტორია - მოთხოვნადობა იმ ფეხბურთელებისა, სად მიდიან. სად წავალ, მე საერთოდ ვინმე ამიყვანს? ჩვენი მოთამაშეები ჰიპერმოთხოვნადები არიან, ყველანი კარგ გუნდებში მოეწყვნენ.

მესამე მიზეზი - ფული. ნაკლებად სავარაუდოა, შენ წახვიდე, თუ ვთქვათ, 3 მილიონ ევროს იღებ. სამი თვითაც კი არ წახვალ იქ, სადაც 3-4-ჯერ ნაკლებს აიღებ. იმდენად, რამდენადაც "რუბინში" ადეკვატური ხელფასები გვაქვს, წასულებიდან ზოგიერთს უფრო მაღალი ანაზღაურებაც აქვს. ვიღაცა ისეთივე გასამრჯელოს იღებს. ასე რომ, ფული აქ არავის აკავებდა.

- წერენ სილვიე ბეგიჩზე. ბალკანელმაც შეაჩერა კონტრაქტი, მაგრამ უკლუბოდაა...
- იქ ძალიან პირადი ისტორიაა. მისმა მამამ მთელი ამ ბალკანური მოვლენებისას ფეხი დაკარგა. ბოსნიელი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა და ძალიან დაზარალდა. ის სიტყვა "სპეცოპერაციისას" და ყველაფერ დანარჩენისას საერთოდ რაღაც აგონიაში ჩავარდა... ყველას როდი ესმის. მაგალითად, ჩემი ჰოლანდიელი მეგობრები, რომლებიც მირეკავენ, ისინი თვლიან, რომ უკვე ხვალ მოსკოვი დაპყრობილი იქნება. ამას სერიოზულად მეუბნებიან.

მამამ უბრალოდ უთხრა: "მორჩა, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ". სილვიემ დარეკა, ძალიან დიდი ბოდიში მოიხადა, არსად არ წავიდოდა, მაგრამ მამა ამის უფლებას არ მისცემდა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ომი რომ დაიწყეთ და ყველანაირი პერსპექტივა მოგიჭრათ ცივილურმა სამყარომ , მაგიტომაც აღარ გვინდოდა ჩვენი უნიჭიერესი ფეხბურთელი მაგ ჭაობში დარჩენილიყო. ყველაზე მეტად თავად ხვიჩას არ უნდოდა, სად უნდა გაეტარებინა საუკეთესო წლები, რუსეთის ჩემპიონატის ბე ლიგაში, ყველანაირი ევროპული მომავლის გარეშე?
სრულიად სამართლიანად არ გვინდოდა არცერთ ქართველს ხვიჩას მანდ ყოფნა, რაშიც შეეშალა მთელს ერს, ის იყო, რომ ურთულესი მომენტი იდგა ამ ბიჭისთვის და აქედან გამხნევების მაგივრად საშინელი ნეგატივი გაუგზავნეს.
ერთი წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ წამოვიდოდა, უბრალოდ დროის ამბავი იყო.
რაც შეეხება ძალადობას და ქვის სროლას, ეგ ვინმემ თუ გაბედა არცერთი ეროვნების ადამიანს არ უნდა შერჩეს არც ქართველს და არც რუსს. ყველაზე მეტად ვისაც უნდა უფრთხილდებოდე იმას ქვას ესვრი? ფუ!!!
1
ბატონო ზურა, არვიცი რატომ გაქვთ ეგეთი წარმოდგენა, რომ რუსებს ხვიჩა ან რომელიმე წარმატებული ქართველი უყვართ. რუსებს ჯერ კიდე თავიანთ პროვინციად მივაჩნივართ და ჯერ კიდე ჰგონიათ, რომ ჩვენთან თუ ვინმე ნიჭიერი და კარგი დაიბადება მათი უნდა იყოს. ერმა ვერ გააცნობიერა რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და სამწუხაროდ ამაში ქართველებიც ხელს უწყობენ.
ხვიჩას მიმართ ყველანაირ ნეგატივს ვაპროტესტებ და ვაპროტესტებდი მაშინაც კი როცა სისულელეები ილაპარაკა ნოესთან და თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა იმიჯნება. ჯერ ბავშვია და ინფანტილური წარმოდგენები რომ აქვს არ არის გასაბრაზებელი. ძალიან მიყვარს და მისი უდიდესი გულშეატკივარი ვარ.
მეც მეგონა ერთ დროს, რომ რუსულ კულტურას და სპორტს არ ჰქონდა კავშირი პოლიტიკასთან, სანამ პუტინთან ჩახუტებული არ დავინახე ზოგიერთი ამ სფეროს წარმომადგენლი.
დარწმუნებული ვარ აღარ ფიქრობს ეგრე ხვიჩა, რადგან ზუსტად პოლიტიკის გამო შეიცვალა მთელი მისი კარიერა.
სპორტი და პოლიტიკა არასოდეს იქნება გამიჯნული!
ზურა ს
14:52 27-05-2022
5

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული