მამარდაშვილი "ტოტენჰემში" გამოირიცხა - გატუზოს გიორგის კონკურენტად თავისი ძველი შეგირდის მოყვანა უნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის "ტოტენჰემში" გადასვლა ამ ზაფხულს გამოირიცხა.

როგორც იცით, პიერლუიჯი გოლინის წასვლის შემდეგ ლონდონელები ახალ მეკარეს ეძებდნენ და იპოვეს კიდეც.

გუშინ "სპურსმა" ოფიციალურად გვაუწყა, რომ "საუთჰემპტონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით 34 წლის ვეტერანი კიპერი ფრეიზერ ფორსტერი დაიმატა, რითაც უგო ლორისის დუბლიორი იპოვა და ამ პოზიციაზე პრობლემა გადაჭრა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ "ტოტენჰემი" სწორედ გიორგის ტრანსფერზე იმუშავებდა. 

"ვალენსიაში" კი "მამარდას", შესაძლოა, ახალი კონკურენტი გამოუჩნდეს. ჯერჯერობით არ გარკვეულა ბოლომდე, წავა თუ არა იასპერ
სილესენი, თუმცა "მესტალიიდან" ნიდერლანდელის აბარგების ალბათობა ძალიან დიდია.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ახალი მეკარის ძიება უკვე დაიწყო და თავის ძველ ნაცნობსაც დაუკავშირდა.

საუბარი დავიდ ოსპინაზეა, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

კოლუმბიელს რამდენიმე ვარიანტი აქვს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ოსპინა გატუზოს ერთ-ერთი ფავორიტი მეკარეა და "ნაპოლიში" მუშაობისას ფსონს სწორედ მასზე დებდა.

როგორც ჩანს, მამარდაშვილი ამ ზაფხულსაც "მესტალიაზე" დარჩება, მისი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი კი, წესით, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
სილესენი თუ წავიდა ვალენსია რომ არ დარჩება გიორგის იმედზე ეს ისედაც ცხადია, გიორგიმ გააგრძელოს შრომა და ყველა კონკურენციას გაუძლოს ეს სეზონი მის კარიერაში გადამწყვეტი იქნება მისი წარმატებისთვის
Soso
09 ივნისი 2022 11:20
0
რა თქმა უნდა ოსპინაც არანაკლები კონკურენტი იქნება ვიდრე სილესენი,მაგრამ სწორედ ასეთ კონკურენციაში იზრდება ფეხბურთელი და კლასს იმაღლებს.ოსპინა არსენალის და ნაპოლის მეკარეა და პლუს კოლუმბიის შემადგენლობაში 2ჯერ ითამაშა მსოფლიოზე. Გიორგისაც არ ექნება მოდუნების საშუალება და უფრო და უფრო მეტი მუშაობა მოუწევს საკუთარ თავზე. Თან ბოლობოლო ოსპინაზეა საუბარი და არა კურტუაზე და ნოიერზე.
Მეზღვაური
09 ივნისი 2022 11:40
0
სილენსენი ზალიან Mაგარი მეკარეა.პროსტა Gიორგია შესანიშნავი თორემ შილენსენის დონის Mეკარე ბევრ წამყვან კლუბს დაამშვენებდა!
Mamardaaa
09 ივნისი 2022 14:05
0
აი ეს გატუზო იქნება რო აურევს სიტუაციას მამარდას. რაღადროს ოსპინაა. ზოგადად ეგეთი არასტაბილური ხასიათის მწვრთნელი როგორიც გატუზოა არ ჭირდებოდა ეხლა გიოს არანაირად მარა რასვიზამთ.
ქართველი
09 ივნისი 2022 13:17
0
ქართველი რომ რაღაცას მოინდომებს,მაშინ უნდა დაიქცეს ყველაფერი!არაფერში ბედი არ გვაქვს!!!
ირაკლი
09 ივნისი 2022 12:08
6
ლორიას უდიდეს პატივს ვცემ, მარა ახლა დროა მამარდა ნაკრების ძირითადი, მეკარე თორემ ადგება გატუზო და იტყვის რად მინდა მე ძირითადის მეკარედ კაცი, რომელიც საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე კი არაა და ვერც გაამტყუნებს ვერავი.
gari
09 ივნისი 2022 12:02
16
მიამტობის რა გითხრა მარა ამ კლავიატურამ კი გამიშრო სისხლი.DDDDDDDDDDDD
gari
09 ივნისი 2022 16:38
0
მიამიტურად მსჯელობთ მეგობარო
gari-ს
09 ივნისი 2022 15:20
0
გატუზო კახა კალაძეს ახლო მეგობარია, და იქნებ რამენაირად დაუკავშირდეს კახი და უთხრას, რომ დატოვოს მამარდა სტარტში
არვიცი123
09 ივნისი 2022 13:32
23
კალაძემ სთხოვოს რა, სამტრედიის გუნდია! ქართველებს არაფერი გეშველებათ ბლინ.
Karatist
09 ივნისი 2022 17:58
4
გატუზო, შენ მალე ცუდად დაამთავრებ!!!!
ლიმონა!
09 ივნისი 2022 22:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული