ოფიციალურად - გატუზო მამარდაშვილს უთავკაცებს

AutoSharing Option
ესპანურმა "ვალენსიმ" ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა - "ღამურებს" ჯენარო გატუზო უხელმძღვანელებს.

გიორგი მამარდაშვილის კლუბი მწვრთნელის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ხოსე ბორდალასი თანამდებობიდან გადააყენეს.

სავარაუდოდ, იასპერ სილესენი გუნდს დატოვებს, გავრცელებული ინფორმაციით კი, იტალიელ სპეციალისტს ახალ გუნდში ყოფილი შეგირდის, "ნაპოლის" მეკარე დავიდ ოსპინას მიყვანა სურს.

44 წლის გატუზო ფეხბურთის გულშემატკივრებს უფრო "მილანიდან" ახსოვთ, სადაც 1999-2012 წლებში გამოდიოდა და დიდი ხნის განმავლობაში კახი კალაძის თანაგუნდელი იყო. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, 2013 წელს შვეიცარიულ "სიონში" დაიწყო, ბოლო წლებში კი "მილანსა" და
"ნაპოლის" თავკაცობდა.

altმამარდაშვილი "ტოტენჰემში" გამოირიცხა - გატუზოს გიორგის კონკურენტად თავისი ძველი შეგირდის მოყვანა უნდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
მამარდას თავისი სახელი უკვე აქვს, თან ახალგაზრდაა დიდი პერსპექტივით. აგენტი ცოტა გაინძრეს და უპოვოს ნორმალური გუნდი. ვალენსიაში რევოლუციების , მუდმივი გაუთავებელი ცვლილებების და არასტაბილურობის დრო იქნება უახლოესი წლები.
სტუმარი
17:47 10-06-2022
0
არსად შედეგი არ დაუდია და რა მიაყვაინა ვალენსიას ეს მთავარ მწვრთნელად. თან ოსპინას მოყვანა უნდა კარშიო. იმედია დაძლევს მამარდა კონკურენციას და სხვა გუბდის ძებნა არ მოუწევს. ისე ფინანსური პრობლემები აქვს ვალენსიას და მეეჭვება დიდ ხელფასიანი მეკარე მოაყვაინონ როცა ჰყავთ კარგი მეკარე
ამან რა უნდა ასწავლოს
13:38 09-06-2022
2

სიახლეები პოპულარული