ადრევე იყო ცნობილი, რომ "ჰამბურგი" იჯარით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტს არ გამოისყიდდა, დღეს კი კლუბის საიტით ოფიციალურად დაემშვიდობა.
"ჰამბურგმა" ქართველს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ჩაკვეტაძემ გერმანულ გუნდში 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩაკვეტაძე "გენტში" დაბრუნდება, თუმცა უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.
გენტშიც, გამბურგშიც და ნაკრებში გიბრალტართან შენ თამაშებს რომ ჩაუკვირდე იტყვი, რომ მაგარი პოტენციალი გაქვს (ძველ თამაშებს თუ გავიხსენებთ, მაშინ ხო საერთოდ რა!) და დამნაშავე იქნები თუ არ გამოიყენებ ამას!
თუ რამე პირადული გაწუხებს, დაძლევ, მოგვარდება!
მართლად იცხოვრე და ღმერთი შენთან იქნება!
22-23 წელი ფეხბურთელისთვის ხომ ახალი ეტაპის დაწყებაა...