"კვარაშოუ" გრძელდება, ნეაპოლელებმა ამ ტრანსფერით მიზანში მოახვედრეს..." - იტალიელები ხვიჩაზე "გიჟდებიან"

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს შეხვედრის (0:3) შემდეგ იტალიაში ადგილობრივი გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსს გამოეხმაურნენ.

"ერთა ლიგის C ჯგუფში მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრა მაკედონიასა და საქართველოს შორის გაიმართა. თუ მასპინძლები 3 ქულას მოიპოვებდნენ, მაშინ პირველ ადგილზე გადავიდოდნენ. ტრადიციულად ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა "ნაპოლის" მომავალმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველმა ფეხბურთელმა 62-ე წუთზე საჯარიმოს გარედან მაკედონიელებს გოლი ჩინებული გასროლით გაუტანა. "კვარას" სანაცვლოდ 10 მილიონი გადაიხადეს. ახალწვეულის დავალება იქნება, ღირსეულად შეცვალოს გუნდის ყოფილი კაპიტანი ლორენცო ინსინიე და მისი წასვლა ხელმძღვანელობას სანანებელი არ გაუხდეს. რუსეთის მიერ
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ ხვიჩამ ყაზანის "რუბინი" დატოვა და კარიერა ბათუმის "დინამოში" გააგრძელა, სადაც 11 მატჩში თავი 8 გოლით გამოიჩინა" - Spazzionapoli.

"ნაპოლის" მომავალმა ფეხბურთელმა მაკედონიელებს კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა. ხვიჩას არ უყვარს გაჩერება, გუშინ კი თავისი გოლის ეპიზოდში მეკარეს შანსი არ დაუტოვა. კომენტატორი აღფრთოვანებული იყო მისი მოქმედებით. იტალიურმა გუნდმა ფენომენალური მოთამაშე შეიძინა. ამ ტრანსფერით ნეაპოლელებმა მიზანში მოახვედრეს, კვარაცხელია სერია A-ს მომდევნო სეზონის ერთ-ერთი დიდი სიურპრიზი იქნება" - areanapoli.

"კვარაშოუ" გრძელდება, "ნაპოლის" ახალი შენაძენის კიდევ ერთი მაგიური გოლი. კვარაცხელიამ და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ელიფ ელმასი და ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხეს. ერთ-ერთი გოლი 62-ე წუთზე ნეაპოლელთა მომავალმა ვარსკვლავბიჭუნამ, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა" - Corrieredellosport.

შეგახსენებთ, ჩვენებური "ნაპოლის" ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ივლისის თვეში გახდება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი 12 ივნისს, "დინამო არენაზე", ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს.

ამ დროისთვის ჩვენი ნაკრები ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან მაკედონიას კი 4 ქულა აქვს.

alt"საქართველოს გაუმარჯოს!!!!" - რა ხდებოდა ჩვენი ნაკრების გასახდელში ჩრდილოეთ მაკედონიის განადგურების შემდეგ [VIDEO]

altცნობილი რუსი კომენტატორი: "გაუმარჯოს საქართველოს!"

altგოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

altსანიოლი: ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს - ხვიჩა იტალიაში ტოპი გახდება!

altხვიჩა ქართველებს მიმართავს! - რა განცხადება გააკეთა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიის განადგურების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხო დავიღვარე ამ დილას ცრემლებად ეს კვარადონა კიდე რა იყო ყველაფერი ამერია ერთმანეთში შიში სიხარული რა ვიცი კიდე რა ღმერთო ხვიჩას დააპყრობინე ნეაპოლი როგორც მარადონამ და მე კიდე ყოველ კვირა სანთლებს დავანთებ ..კარგი წინათ გრძნობა მაქ .
zurabi
09:12 11-06-2022
0
კვარადონა არა ობობა ეს რა მეტსახელია. :/ კი ვიცი რომ მარადონას გულზე შეარქვეს და მაგარია მარა არ უხდება ეს კვარა და "დონა" ერთმანეთს რაღაცნაირად
Niangi
19:23 10-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული