"ხვიჩას ფეხბურთის თამაშის ყურება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც უდაბნოში ცოტაოდენი წყლის დალევა..." - იტალიური მედია

AutoSharing Option
გუშინ, 12 ივნისს, ერთა ლიგის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

4 ტურის შემდეგ ჩვენს ნაკრებს 10 ქულა აქვს და ჯგუფში 1-ელ ადგილს იკავებს. მსგავსი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის თაობაზეც იტალიური პრესა უამრავ სიახლეს წერს:

"როდესაც "ნაპოლიმ" კვარაცხელია გაიფორმა, თითქმის ყველა გულშემატკივარი დაბნეული იყო, რადგან ამ ფეხბურთელს ბევრი არ იცნობდა, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს; მაგრამ ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. იტალიელ გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ "ქართველი მესის" (ასე ეძახიან) ეროვნულ ნაკრებში თამაშის ყურების. ის
იქნება შემტევი, რომელიც ლორენცო ინსინიეს ღირსეულად ჩაანაცვლებს.

ნახეთ, როგორ გადაუგდო გიბრალტარის მეკარეს ბურთი თავზე? და მაკედონიელ მეკარეს ბურთი საიდან გაუტანა? როგორც Corriere del Mezzogiorno წერს, ხვიჩას ფეხბურთის თამაშის ყურება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც უდაბნოში ცოტაოდენი წყლის დალევა... ზაფხულში ინსინიე წავა. სავარაუდოდ, მერტენსიც მის გზას გაუყვება. ამიტომ საჭირო იყო ახალი ფეხბურთელი, რომელიც დიდი იმედით მოვიდოდა და გუნდის წარმატებისთვის თავს არ დაზოგავდა. და ნეაპოლელებმა ასეთი შემტევი მოიყვანეს. ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგით "კვარა" "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს." - areanapoli.

"ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ინსინიეს შემცვლელად ხვიჩა მოიყვანა. 2001 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი უდიდეს ტალანტად ითვლება. ყაზანის "რუბინიდან" ბათუმის "დინამოში" გადასულმა კვარაცხელიამ საოცარი ფორმა აკრიფა და ერთა ლიგაზე მოწინააღმდეგეები ერთი მეორის მიყოლებით გაანადგურა.

სპალეტისა და იტალიელ გულშემატკივრებს "კვარა" უკვე უყვართ. შევხვდებით ივლისში ამჯერად და დიდი ხნით ნეაპოლში" - spazionapoli.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სასწაულად ლამაზად ითამაშა გუშინ, 4 მატჩში სამი გოლი აქვს და ზედიზედ მატჩის საუკეთესო ხდებოდა. არვიცი გუშინ რატო იჯდა თამაშის მერე მოწყენილი და თავში ხელებჩარგული მინდორზე. საუკეთესო იყო როგორც ყოველთვის და არაფერი ჰქონდა გულდასაწყვეტი.
რაც უფრო მეტს აკეთებ და აღწევ უფრო მეტი გინდა, ასეა ადამიანი, ხარბია (კარგი გაგებით).
მიეჩვია ყოველ თამაშზე მოგებას შრომის შემდეგ. გუშინაც ბევრი იშრომა და ყველაფერი ჩადო, რომ ვერ მოიგო გულდაწყვეტილი იჯდა. მე როგორც გულშემატკივარს რათამაუნდა მერჩივნა გუშინვე დამთავრებულიყო ყველაფერი და სანერვულო აღარ გვქონოდა სექტემბერში, მაგრამ თავიდანვე რომ ვინმეს ეთქვა 4 თამაშში 10 ქულას აიღებთო სიხარულით გავგიჟდებოდი.
თითქმის შეუცვლელად ითამაშა ოთხი თამაში და გუშინ ჟურნალისტმა რომ ჰკითხა დაღლაზე, უპასუხა ფეხბურთელი იმისთვის ხარ რო უნდა გაუძლო დატვირთვასო.
ჩემი აზრით უდიდესი პროფესიონლი იზრდება ეგ ბიჭი და გულშემატკივარს ერთადერთი რაღაც ევალება, მხარი დაუჭიროს და გაამხნევოს, სხვა არაფერი...
ყველაზე უკეთ თვითონ იცის სად რა შეეშლება და სად რა აქვს გამოსასწორებელი. დაუღალავად შრომობს და საუკეთესოს იმსახურებს.
Winter
11:25 13-06-2022
0
ქართველების იმედი, ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს !!!
გიორგი
10:50 13-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული