ერთა ლიგაზე ივნისის სანაკრებო შესვენება მორჩა. 4 ტურის შემდეგ იტალიური ilfattoquotidiano გამორჩეულ ფეხბურთელებზე წერს. გთავაზობთ მონაკვეთს ქართველებზე:
"C ლიგაში ერთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც სულ მალე იტალიაში ვნახავთ. საუბარი გვაქვს ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ნაპოლიმ" ლორენცო ინსინიეს შემცვლელად შეიძინა. ასევე გამოვარჩევთ გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული. მიქაუტაძე კლასიკური, მობილური და ტექნიკური ფორვარდია. ის "მეცში" დაბრუნების შემდეგ დიდად ბედნიერი არ იქნება, მისი შეძენა კი იტალიური სერია A-ს სუსტ გუნდებს (თუნდაც, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან) შეღავათიან ფასად შეუძლიათ" - წერს გამოცემა.
სასიხარულოა, რომ ქართველი