"მისი შეძენა სერია A-ს გუნდებს მისაღებ ფასად შეუძლიათ..." - იტალიური გამოცემა მიქაუტაძეზე წერს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ივნისის სანაკრებო შესვენება მორჩა. 4 ტურის შემდეგ იტალიური ilfattoquotidiano გამორჩეულ ფეხბურთელებზე წერს. გთავაზობთ მონაკვეთს ქართველებზე:

"C ლიგაში ერთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც სულ მალე იტალიაში ვნახავთ. საუბარი გვაქვს ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც "ნაპოლიმ" ლორენცო ინსინიეს შემცვლელად შეიძინა. ასევე გამოვარჩევთ გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული. მიქაუტაძე კლასიკური, მობილური და ტექნიკური ფორვარდია. ის "მეცში" დაბრუნების შემდეგ დიდად ბედნიერი არ იქნება, მისი შეძენა კი იტალიური სერია A-ს სუსტ გუნდებს (თუნდაც, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან) შეღავათიან ფასად შეუძლიათ" - წერს გამოცემა.

სასიხარულოა, რომ ქართველი
ფეხბურთელების მიმართ წამყვანი ლიგებიდან ნელ-ნელა გაჩნდა ინტერესი. რაც მეტი წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ლიგებში, მით უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ნაკრებიც.



მკითხველის კომენტარები / 15 /
წიტაიშვილი იყიდონ თუ ჭკუა აქვთ.
las
16 ივნისი 2022 15:33
0
ვააახ მიქაუტაძესაც ჰყოლია ჰეითერები.
მოკლედ ამ ქვეყანაში ვერავის იტანენ რა მათ შორის ვერც კვარასაც.
კვარა ტყუილად ნუ გეგონება, რომ ამ ხალხს უყვარხარ!
აი მიქაუტაძესთან რა გინდათ ახლა?
კარგი ფეხბურთელია და უფრო მაღალი დონის გუნდში თუ გადავა თქვენ რა დაგაკლდებათ?
ღმერთო რა უსაქმურები არიან.

!!
16 ივნისი 2022 19:14
2
_ც_ წიტაიშვილიც. ბევრი სხვა ქართველი კიდე ,,ტოპ-5,,-ში.
100%
16 ივნისი 2022 16:08
0
მიქაუტაძე სერია ა-ს საშუალო გუნდებსაც მშვენივრად გაქაჩავს. ის რაც ბოლო თამაშებშო აჩვენა მისი მაქსიმუმი ნამდვილად არაა. კარგ ჩემპიონატში სწრაფად მოუმატებს. წიტაიშვილი დავითაშვილი და აზაროვიც ასევე მზად არიან უკვე ევროპოს ნორმალური გუნდებისათვის. ჩაკვეტაძესთვის აზრი აქვს ზამთრის სატრანსფერომდე თბილისის დინამოში დაბრუნებას იმისთვის რომ გატანა დაიწყოს, თავდაჯერება დაიბრუნოს და მოიხოდოს.აუცილებლად გამოუჩნდება ევროპის ვარიანტები ოღონდ უნდა ესმოდეს რომ მთლიანად თუ არ მიუძღვნა თავი ფეხბურთს და შრომით თავი არ მოიკლა, არაფერი გამოუვა.
არტ
16 ივნისი 2022 20:07
2
მიქუტაძეს შეუძლია იტალის საშვალო გინდში თამაში და წიტაიშვილსაც, წიტაიშვილი უფრო მშრომელი ფეხბურთელია და ბევრ პოზიციაზე შეიძლება მისი გამოყენება
გოგა
16 ივნისი 2022 18:07
0
ვეთანხმები კომენტარებს, კვარას შემდეგ თუ ვინმეა რომელსაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში ეს წიტაიშვილია, იმედია წიტაიშვილი კარგ კლუბში გადავა. საბა მომწონს მაგრამ მაღალ დონის კლუბში არა მგონია გაქაჩოს, საფეხბურთო კრეატივი არ აქვს და მარტო მაღალი სისწრაფით და ბევრი სირბილით არაფერი გამოდის.
zaza
16 ივნისი 2022 16:24
5
წიტაიშვილზეა აქ საუბარი თუ თქვენ ასწავლით მაგათ ვინ იყიდონ და ვინ არა ? მიქაუტაძე რო იყიდონ რა , ცუდი იქნება ? რა ყველა ანჩელოტი და მოურინიო ვართ , რა გვჭირს ? :(
tedo
16 ივნისი 2022 18:13
3
ეს ტოპ და საშუალო გუნდბი ვერ არიან თუ ბრმები არიან ? დავითაშვილი ძალიან პერსპექტიულია დარწმუნებული ვარ გრანდშიც ივარგებს ! პლიუს წიტაიშვილი ლობჟანიძე იგივე მიქაუტაძე ! დროზე იყიდონ სანამ იაფი ღირან თორემ მერე წაიყვანენ იაფად მეორე და მესამე ხარისხიანი გუნდები და დაადებენ ოთუს ბირს @
zura222
16 ივნისი 2022 17:50
2
ჩაკვეს უსერიოზულესი ტრამვა ქონდა. ეგეთი ტრამვის მერე ხალხი ფეხბურთს საერთოდ თავს ანებებს. სწორეს შვრება თავს რომ არ იკლავს ვარჯიშით და თამაშით. არააქ ბოლომდე მოშუშებული, როგორც ჩანს, დრო სჭირდება. სამი წელიწადი მაინც. ხოდა, ახალი სეზონიდან ნელნელა ჩადგება ფორმაში და სადღაც გაისად გაზაფხულზე უკვე ძველი გიო უნდა დაბრუნდეს. თუ ტრამვა არ მიიღო, ან ძველი არ გაიმიზეზა რა თქმა უნდა. ასე რომ, წესით უნდა ათამაშდეს. დინამო მაგისთვის ეხლა ზედგამოჭრილია კაკ რაზ. უფრო მიხედავს ჯანმრთელობასაც და ფიზიკასაც.
ლევან მაღლაკელიძე
16 ივნისი 2022 22:51
4
რასაც ამბობ გასაგებია, მაგრამ ყველა მისი მწვრთნელო სხვაგვარად ამბობს, ასე რომ იყოს ეს მათაც ესმით, მაგრამ პირდაპირ ხო არ იტყვიან ეზარება ვარჯიში ან სდვა რამეზე ფიქრობსო, კორექტულად ამბობებლნ არ იხარჯებაო, უარესი ტრავმების მერეც უფრენია ხალხს, მაგრამ პრობლემა მასშია, გენტის თავკაცმა აღარ იღებს ფეხბურთიდან სიამოვნებასო, ჰამბურგის მწვრთნელმა უნდა გაიზროს რომ მეტინუნდა იშრომოსო იგივეს ამბობს სანიოლიც და არამგონია მარტო ტრავმის ბრალი იყოს, კიდია სადღაც და ეგაა, თორე მე სიმართლე გითხრა კვარაცხელიაზე მეტად ჩაკვეს თამაში მესიმპატიურებოდა და უფრო გააზრებულად თამაშობდა
აუფ
17 ივნისი 2022 12:14
0
იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატები არ არის მაღალი დონე, მარა ძალიან მაგარია თუ იქ გვეყოლებიან ქართველი ფეხბურთელები.
ika
17 ივნისი 2022 09:16
17
ეს მართლა წავიკითხე? ))
Emre
17 ივნისი 2022 15:43
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული