ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თორნიკე ოქრიაშვილმა "აპოელი" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ნიქოზიის "აპოელი" დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კლუბის ვებსაიტმა გაავრცელა. მოთამაშემ "აპოელთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეაჩერა.

"ვუსურვებთ თორნიკეს წარმატებას პროფესიონალურ კარიერასა და პირად ცხოვრებაში" - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილი "აპოელს" 2021 წელს "ანორთოსისიდან" შეუერთდა. ამ სეზონში "ოქრიმ" 23 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
ასევე დაგაინტერესებთ