როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ეკატენიბურგულ კლუბში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩაირიცხა, თუმცა უკრაინაიში ომის დაწყების შემდეგ მან Fifa-ს ახალი კანონით ისარგებლა და გუნდიდან წავიდა ისე, რომ 1 მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული.
წულუკიძე კვლავ "საბურთალოში" დაბრუნდა, სადაც 3 ივნისს ჩაატარა, ახლა კი რუსულ კლუბს დაუბრუნდა.
ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი გახლავთ, სადაც 9 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
თუმცა იქ უკან დაბრუნება ახლა ჭაობში დაბრუნებას ნიშნავს. მისი აგენტისგან მიკვირს, როგორ ვერ უპოვა გუნდი აქამდე. თავიდანვე გერმანიაში უნდოდა ამ ბიჭის წაყვანა მაგრამ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული საკითხი იყო მოსაგვარებელი და ბიჭიც ჯერ არ იყო 18 ის, არასრულწლოვანი იყო და გაუჭირდათ მაშინ. იქვე გამოჩნდა ურალი და მარტივად წაიყვანა. ომი რომ დაიწყო, პატრიოტული მოტივებით ისევ უკან დაბრუნდა მაგრამ აქამდე გუნდი რომ ვერ ნახა გასაკვირია. ამ ეტაპზე, როცა რუსეთი სრულად მოკვეთილია ევროპულ ცივილურ სპორტულ სამყაროს, იქ რა პერსპექტივა უნდა ნახოს ამ ბიჭმა? ვინმეს დააინტერესებს როგორ თამაშობს სანქცირებულ ჩემპიონატში?
იქ ყოფნას ახლა ეროვნულ ლიგაში ყოფნა ჯობია.
თან წამოსული და ისევ უკან დაბრუნებული არც იქ იქნება სასურველი სტუმარი და არც აქ. ჯერ ბავშვია და ამხელა წნეხისთვის არ მემეტება მაინც.
ვინ ვარ რომ ვინმე გავაკრიტიკო. უბრალოდ არის რაღაცეები, რაც არ უნდა გააკეთო, არ უნდა დაბრუნდე რუსეთსში!
რა ჩაატარა, კონცერტი თუ აღლუმი?!